ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალ ჭიდაობაში შეჯიბრის ბოლო დღეს საქართველო ნაკრების წევრმა ზურაბ იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
70 კგ წონით კატეგორიაში იაკობიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელი ტურამ ბაირამოვი მძიმე ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.
იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ინდოელ სუშილ სუშილთან 5:2 გამარკვებით დაიწყო, შემდეგ თურქი მუსტაფა კაია 7:2 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მომავალ ფინალისტ მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 წააგო, რეპეშაჟის პირველ წრეში მან დიდი ბრიტანეთის ნაკრების წევრი ნიკოლაე კოიოკაურუ 5:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს მანამდე მედლები გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) და ნიკა კენჭაძემ (79 კგ) მოუტანეს. პეტრიაშვილი ვერცხლს, ხოლო კენჭაძე ბრინჯაოს დაეუფლა. ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა სამი მედლით, მაგრამ ოქროს გარეშე დაასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახლა გახდა ესეც პროფესორი და მარტო ამან იცის საქმის კეთება.ფედერაციიდან უნდა გაყარო ის მეჯოგეები პირველ რიგში.გინესის რეკორდი დაამყარეს პრეზიდენტათ არჩეული კაცს მოახსნევინეს თავი.კიდევ გამოდიან და აქებენ ამ ფედერაციას ვინც აქებს ყველანი ერთი დიდი საღორედან გამოსულები ხართ
ჩვეული ქართული ხასიათის გამოვლინება: აღარ არის მინისტრის მოადგილე და დაიწყო ყოფილი შეფის ლანძღვა!...
არ ცხვენია მაინც? დავით ყიფიანის შვილზე ამას რა ნამუსით ამბობს?
თავად ლევანიც არ არის ის კაცი,საკუთარი თავი ფეხბურთზე ან რამეზე წინ დააყენოს!
რომ არ ვიცოდე ვინ არის,ამ სიტყვებს არ ვიტყოდი...
უნიათო მინისტრი