თამაშგარე

14:48 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი ნურმაგომედოვს სასმელს აძალებდა

შეიძლება აქამდე არ იცოდით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილ გულშემატკივრებს შორის, შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონი, ჩეჩენი ხაბიბ ნურმაგამედოვია, რომელმაც ამ ორი დღის წინ აისრულა დიდი ხნის სურვილი და “ოლდ ტრაფორდს“ ეწვია.

ნურმაგომედოვს მასპინძლობა მასზე არანაკლებმა ლეგენდებმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, რიო ფერდინანდმა, პატრის ევრამ და სხვებმა გაუწიეს. ხაბიბმა დაათვალიერა სტადიონი, გასახდელები ტრიბუნები, შემდეგ წაიყვანეს საწრთვნელ ბაზაზე და ბოლოს, როგორც ესოდენ საპატიო სტუმარს, კაი გემრიელი სუფრაც გაუშალეს.

პურიჭამის დროს ერთი მცირე გაუგებრობაც მოხდა. სერ ალექსმა ხაბიბს ღვინო შესთავაზა და მერე აძალებდა კიდეც - გინდა თუ არა დალიეო. როგორც ჩანს ცხვირწითელა სქოთს დაავიწყდა ნურმაგომედოვი მუსლიმი რომაა და ალკოჰოლს არ სვამს, რაზეც მოჩხუბარმა ხუმრობით უთხრა, რომ თუ დალევდა, დათვრებოდა და მერე ყველას დაერეოდა საცემრად. ისე, მტერს მოხვდა ამ კაცის მუშტი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063583