თამაშგარე

11:24 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყველა მარიკა ფრუშო ვერ იქნება!

საქართველოსი არ იყოს, იტალიაშიც მოახლოვდა არჩევნები და საბოლოოდ გაირკვა, რომ დანაქადნების მიუხედავად, იქაურ ე.წ. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ეპატაჟურობითა და იტალიური “ნაპოლის“ ქომაგობით სახელგანთქმული მოდელი მარიკა ფრუში არ მიიღებს.

მკერდვეება მარიკას წლების მანძილზე იტალიის ერთ-ერთ მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიასთან ჰქონდა კუდი გადანასკვული და რამდენიმე წლის წინ პულიის რეგიონში ადგილობრივი რეგიონული პარლამენტის წევრადაც კი იყარა კენჭი და მაშინ სულ ცოტა დააკლდა გასამარჯვებლად.

ახლა კი, როცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს მკერდზანზარა და გავაგანიერი ქალი იტალიის ნაციონალურ პარლამენტში მოინდომებდა დასკუპებას, თავად მარიკამ განაცხადა, რომ სულ სხვა გეგმები აქვს და პოლიტიკა ამ ეტაპზე უბრალოდ აღარ აინტერესებს. კარგი იქნებოდა მისთვის ბევრ ქართველსაც მიებაძა, მაგრამ ყველა მარიკა ფრუშო ხომ ვერ იქნება?

0.116753