საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1).
53-ე წუთზე კი გურამ სამუშიასა და ლაშა უგრეხელიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფეხბურთელები წაკინკლავდნენ, ჯერ სამუშიამ დაარტყა უგრეხელიძეს, ხოლო შემდეგ საპასუხო დარტყმა მიიღო. საბოლოოდ, ორივე ფეხბურთელი გააძევეს.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ანგარიში სწორედ გურამ სამუშიამ გახსნა, ხოლო ჩხუბამდე ორი წუთით ადრე გიორგი ივანიაძემ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფეხბურთელებს ძალა და მოხერხება ფეხებში აქვთ წასული და ზედა კიდურებს ვერ ხმარობენ კარგად
კომენტატორი 0 იანი შენ !!! ასე წინ ვერ წახვალ ჯიგარო , სამუშიამ დაიწყო ჩხუბი და კომენტატორს გაუკვირდაა ეეე ესეც გააგდოო … გასაგდები იყო სამუშია პირველი ხელი მაგან გაიქნია მაგრამ როგორც ყოველთვის კომენტატორი დაგვიბრმავდა ))) მსაჯი 10 იანი ყველგან სწორად მოიქცა … უგრეხელიძე 3 იანი - ებიჯო იცი მაინც გაგაგდებენ მოსცხე რა მაგ პროვოკატოტს ისე რომ მეორეთ ხელის გატოკება აღარ მოუნდეს … ფედერაციას წინასწარ 0 იანი იმიტომ რომ უგრეხელიძეს უფრო მძიმედ დასჯიან ვიდრე სამუშიას ))) ნუ კომენტატორივით არაპროფესიონალები გვყავს მანდაც )))
ერთი რამე მიკვირს, რომ ურტყავდა ხომ იცოდა რომ წითელს მიიღებდა, ბარემ ისე დაერტყა რომ კბილები ჩამოეყრევინებინა სამახსოვროდ, ქალივით რომ გაულაწუნა.... მაგაშიც არ გვაქვს შნო...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ