ფეხბურთი

13:24 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერმა 10-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა

ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის მატჩში „ჩელსიმ“ „ასტონ ვილა“ პენალტების სერიაში დაამარცხა - 4:3. თამაში 1:1 დამთავრდა. ლონდონელთაგან ერთადერთი ბურთი ტიმო ვერნერმა გაიტანა. ეს გერმანელი ფორვარდის პირველი გოლი გახლდათ ბოლო 11 მატჩში.

„სასიამოვნოა ისევ გაიგონო ტრიბუნები როგორ სკანდირებენ შენს გვარს. გოლის შემდეგ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ და მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სამაგიეროდ პენალტების სერიაში გაგვიმართლა.“ - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Goal.

თასის მეოთხე რაუნდში „ჩელსი“ 26 ან 27 ოქტომბერს „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118696