სხვა

16:25 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსის შანსს ინარჩუნებს (+VIDEO)

აკი ბაშოზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ლევან გორგაძემ. ქართველმა სუმოისტმა ბოლო ბრძოლებში აშკარად მოუმატა და მოგება-წაგების ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა.

ტოჩინოშინი მე-11 საშეჯიბრო დღეს მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით აჯობა. ეს წყვილის მეცხრე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ჩვენებურმა 6 მოიგო და 3-ში დამარცხდა.

ამრიგად, ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 5 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და დადებით ბალანსამდე 3 მოგება აშორებს. სექტემბრის სუპერტურნირის დასრულებამდე კი 4 ბრძოლა აქვს ჩასატარებელი, რომელთაგანაც ხვალ მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნოს შეხვდება. 31 წლის მეტოქესთან ტოჩის 9 ორთქბრძოლიდან 9 მოგებული აქვს, თუმცა მიმდინარე ტურნირზე მეტოქე ძალიან კარგად გამოიყურება. მას 8 მოგების საპირისპიროდ მხოლოდ 3 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსი უკვე გარანტირებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120192