საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთო და პირველი ტურის მატჩი სტუმრად შვედეთის ნაკრებთან გამართა.
გიორგი ჩხაიძის გუნდს ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა - შვედეთი ფიფას რეიტინგში მეორე ადგილზეა და ქალთა ფეხბურთში ნამდვილად ერთ-ერთი გრანდია. საბოლოოდ, სკანდინავიელებს სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებიათ.
მასპინძლები ქართველთა კარში თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს, სხვათა შორის, ტაიმების ბოლო ნაწილში. პირველ ნახევარში მე-40 და 45-ე წუთებზე, ხოლო შესვენების შემდეგ 84-ე და 90-ე წუთებზე.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას 21 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
შვედეთი - საქართველო 4:0 (2:0)
საქართველო (4-4-2): გაბუნია; ჭიჭინაძე (დანელია 67), მატვეევა (გორგაძე 90), ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი; სუთიძე, ტატუაშვილი, ბაქრაძე (სულაშვილი 84), ხაბურძანია (ბებია 84); კალანდაძე, ჭყონია
გოლები: 1:0 ანდელდალი (40), 2:0 ერიქსონი (45), 3:0 სეგერი (84), 4:0 სეგერი (90)