„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სტიუარდს, რომელიც „იანგ ბოისთან“ მატჩამდე დააზიანა, მაისური აჩუქა.
კრიშტიანუმ მატჩისწინა გახურებისას ბურთი კარის უკან მდგომ ქალ სტიუარდს გაარტყა, რომელიც წაიქცა. პორტუგალიელი მასთან მივიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაამოწმა.
თამაშის შემდეგ კი, როგორც გაირკვა, მას თავისი მაისურიც აჩუქა, რაც რონალდუს მხრიდან მართლაც კარგი ჟესტი იყო.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „იანგ ბოისთან“ 1:2 დამარცხდა, რონალდუმ კი მეტოქის კარში გოლის გატანა მოახერხა.