„მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯმენტი ბრუნო ფერნანდეშთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
წყარო იტყობინება, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ გაუმჯობესებულ პიორბებს ითხოვს, თუმცა, ფინანსური დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ბრუნოს მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერს“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ 2020 წლის იანვრიდან შეუერთდა და მას შემდეგ 84 მატჩში 44 გოლის გატანა მოახერხა.