„მანჩესტერში“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებამ, როგორც ჩანს, გავლენა პოლ პოგბაზეც მოახდინა და ის უკვე ფიქრობს გუნდში დარჩენაზე.
ფრანგს კონტრაქტი 2022 წელს ეწურებოდა და თითქოს მის განახლებას არ აპირებდა, მაგრამ ბრიტანული მედიის ცნობით, ახლა ყველაფერი შეიცვალა. პოგბა მზადაა გუნდთან მოლაპარაკებები დაიწყოს ახალი კონტრაქტის შესახებ.
შეგახსენებთ, პოლი „იუნაიტედს“ 2015 წელს შეუერთდა და აქამდე აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის „რეალსა“ და „პარი სენ ჟერმენს. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ნახევარმცველმა პრემიერლიგის ოთხ ტურში 6 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.