ფეხბურთი

15:21 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რუბინის“ მცველი: „ხვიჩას აუცილებლად წაიყვანს ძლიერი ევროპული კლუბი“

ყაზანის „რუბინის“ მცველმა, გეორგი ზოტოვმა, თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უამბო ჟურნალისტებს.

„სატრანსფერო ჭორები მოქმედებს თუ არა „რუბინის“ ფეხბურთელებზე? რა თქმა უნდა, პრესაში ყველაფერი გადაჭარბებულია. ცხადია, ეს მთავარი ხელისშემშლელი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ნიუანსია.

თუნდაც ხვიჩა. გამუდმებით წერდნენ, რომ მისით „ტოტენჰემი,“ „იუვენტუსი“ და სხვები დაინტერესდნენ. ეს ხომ წნეხია მისთვის. ამასთან, გუნდში არ იგრძნობოდა, რომ ვინმე სადმე მიდიოდა. პროფესიონალები სამუშაოს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. ვარჯიშობდნენ და 100 პროცენტით იხარჯებოდნენ. დიახ, ხვიჩას ეხუმრებოდნენ, როცა „ტოტენჰემში“ მისი გადასვლის შესახებ ყოველდღე წერდნენ ხოლმე - „მალე კეინთან ერთად ითამაშებ“ და ამგვარები.

პირადად, მიხარია, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი გუნდში დარჩა. ცხადია, თავად ევროპაში ძალების მოსინჯვა სურდა. მაგრამ თუ ამავე დონეზე თამაშს გააგრძელებს, გრანდები არსად წავლენ და მას აუცილებლად წაიყვანს ძლიერი ევროპული კლუბი.“ - ციტირებს ზოტოვის სიტყვებს «Бизнес Online».

0.120059