ფეხბურთი

21:04 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაუ ტორესმა "ტოტენჰემში" გადასვლა იუარა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ვილიარეალის" მცველმა პაუ ტორესმა ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში ლონდონის "ტოტენჰემის" წინადადებაზე უარი თქვა და მშობლიური კლუბის ერთგული დარჩა.

"მითხრეს, რომ "ტოტენჰემი" იყო ჩემით დაინტერესებული, თუმცა გადავწყვიტე, რომ "ვილიარეალში" დავრჩენილიყავი. ეს იყო ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. ვრჩები მშობლიურ კლუბში და ველოდები ამ სეზონში ახალ წარმატებას." - ციტირებს Sky Sports-ი ტორესის სიტყვებს.

პაუ "ვილიარეალის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ ტორესმა 88 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანეთის ნაკრებში მცველი 2019 წლიდან თამაშობს და 14 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

0.111783