ჭიდაობა

17:15 | 7.10.2014 | ნანახია 3150 - ჯერ

მოჭიდავეთა მოთხოვნა უცვლელი რჩება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა. მოჭიდავეთა მოთხოვნა პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის გადადგომაში მდგომარეობდა. ფალავნებმა მწვრთნელთა დანიშვნის ფაქტიც გააპროტესტეს. შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამეთვალყურეო საბჭო იმუშავებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

“პრეზიდიუმი იმსჯელებს რიგგარეშე არჩვენების ჩატარების შესახებ. ვიმედოვნებ ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები კანონის საწინააღმდეგოდ არ წარიმართება, რადგან წესდების დაცვა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

“ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის გაირკვევა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი, მაგრამ ვიცი, რომ ამ თემაზე სამეთვალყურეო საბჭო იმუშავებს და უახლოეს მომავალში დაზუსტებული ინფორმაცია გვეცოდინება, ხოლო მოჭიდავეები ვარჯიშის განახლებას არ აპირებენ. ლუკა კურტანიძის პრეზიდენტობის დროს ვარჯიშის გაგრძელების სურვილი სპორტსმენებში არ ჩანს. მათი პოზიცია უცვლელია”, – განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

“შეხვედრაზე ახალი არაფერი თქმულა. ჩვენ კვლავ ვითხოვთ ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და იმედი მაქვს ჩვენი მოთხოვნა დადებითად გადაწყდება”, – აღნიშნა დავით მარსაგიშვილმა.

სპორტსმენთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ნაკრების მწვრთნელთა ძველი შემადგენლობის დაბრუნება.

შეგახსენებთ, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ პრეზიდიუმის 37 წევრიდან 25 თანახმა იქნება.


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:52 | 12.10.2014
zeus (86)

ეგ ყველაფერი ძალიან ცუდია და დროულად უნდა ჩაწყნარდეს სიტუაცია!!!

11:46 | 11.10.2014
olinina (97)

არიფ იბრაგიმოვი:Сейчас Лука возглавляет федерацию борьбы Грузии. Пока еще возглавляет. Борцы требуют его отставки, и всё идет к тому, что своего они добьются.
ეს არის რია-დაღესტნის კორესპონდენტის შეფასება!

21:56 | 10.10.2014
sportsfan (1198)

მგონი მართლა უნდა მოხსნილიყო ოლიმპიადიდან ეგ სპორტი. შეგირცხვათ ნამუსი ყველას ერთად, ვის ახარჯავენ გადასახადების გადამხდელთა თანხას

01:30 | 10.10.2014
wowa (102)

საქმით დაანახონ ინტერვიუები ზღაპარია

01:29 | 10.10.2014
wowa (102)

შორს არ გვინდა. მოკლედ თუ შევძელი ხო კარგი. ყაზარაშვილი შეგდებული იყო მაგასთან წამოაგეს კურტანიძე. თურმანიძის დროს ეგ მაგათ თხოვდა, უბრალო მწვრთნელად მამუშავეთო და ეგენი ფალავანთაში, ზემოთ, პატარა დარბაზსში შუქს უთიშავდნენ იქ ჩხუბები მოუცყვეს კიდე იმ დროში ალბად ნაციონალები გრუზავდნენ მაგ პოლიტიკის კიდე დედა.. არ გვაინტერესებს ეგ ისე ცნობისთვის. და მაგ სასტავები რო იმ დროიდან დიდ ფულებს აკეთებდნენ, გაბერილი შეკრებები ამერიკის პაესტკები ხალხიდან მაყუთები იჭრებოდა და ასე და ასე....... შ ორს წავალთ. შევთანმხდედ კურტანამ როგორც პიროვნებამ ვერ გაქაჩა.კაცურიი ამის გავრცობაც კიდე შორს წავალთ. სერიოზული არაფერი არ შეშლია ამ შემთხვევაში რაც აუგორეს, უსრულებენ!!! რატო???? ყველას თავისი ინტერესები აქვთ!მაყუთიი!!! 1 გამომსვლელი ვერ ვნახე, ვთქვად დააშავა და ლანძღავენ ხო.სიმართლე თქვით თვითონ მოჭიდავეებმა რო მოჭიდავე კაციდან კვერცხებით სპეციალურად მისვლა და კვერცხების სროლაა რააა????? სადაურიაა????? რა ჩარჩოებში ჯდება??? კურტანა ცუდი და კვერცხის მსროლელი კარგი??? როდის აგორდა ტალღა??? მწვრთნელები რო მოხსნა! არ იყვნენ მოსახსნელი??? ხოდა სხვა თუ დააშავა მივიდნენ და იმდროს მოთხოვონ სხვის დაკრულზე რო მღერიან საგიჯეთია. გოგი ვიცი შენზე ახლობლებმა მელაპარაკა კარგი და მართალი კაციაო და ღმერთმა გაგიმარჯოს. კურტანიძეს მარტოდ ნუ აბრალებენ ეგენი არ არიან ანგელოზები ხედავს ხალხიც მაგას

10:34 | 10.10.2014
olinina (97)

ყაზარაშვილი ვინმეს ხელწამოსაკრავი არ არის,ვინც სცემა კიდევ ის თვითონ არის ზონდერი,გოგი კიდევ
ნამდვილი ვაჟკაცი და კეთილშობილი არის გენეტიკურად.ნიჭი ძამიკო,ნიჭი,ამას რომ ხედავდე და აფასებდე თვითონ უნდა იჯო ერუდირებული,არადა გენიც რომ მოწამლული აქვთ?

09:56 | 09.10.2014
BEERTRANCE (97819)

ოღონდ მშვიდობით მორჩებოდეს ეგ ყველაფერი

08:57 | 09.10.2014
gogimama (163)

ვოვა (100)-ს. 92 წელს შხაპეპი არავის მოუხსნია, ცხელი წყალი და გაზი იყო შეწყვეტილი მთლიანად ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, რამაც კურტანიძის მიმართ პროტესტის ტალღა ააგორა კიდევ უამრავია, უბრალოდ ამ ფორმატში მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ორს დავამატებ მხოლოდ - განსხვავებული აზრის გამო ცემა ვეტერანი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი, მასზე ფიზიკურად 2-ჯერ პატარა თემურ ყაზარაშვილი, მოსვლისთანავე გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და წესდების უხეში დარღვევით გაათავისუფლა მაშინდელი ნაკრების მწვრთნელები. ზაზა თურმანიძე დღესაც უმუშევარია. საინფორმაციო საშუალებებით სისტემატიურად იტყუებოდა ამ და სხვა ფაქტების შესახებ. პრეზიდენტობის პერიოდში მისი "საგმირო" საქმეების სრული ჩამონათვალი მალე დაიდება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. საკმარისი არაა? მაინცდამაინც მასობრივი მკვლელობა უნდა ჩაიდინოს, რომ თანამდებობისათვის შეუფერებლად ვცნოთ?

08:52 | 09.10.2014
Kalatburtis MUUUUU (5312)

მარტო კურტანიძეს რომ აბრალებთ კი რაღაცა მისი ბრალიცაა მარა სვა პრეზიდენტები რომ იყვნენ რა გააკეთეს იმას რატო არ ითხოვთ

01:44 | 09.10.2014
wowa (102)

ცუდი რაღაცები ხდება და გულდასაწყვეტია. ვინც მაგას ედავება იყვნენ ეგენი პრეზიდენტათ და არაფერი გაუკეთებიათ. ჰმ!!!

01:25 | 09.10.2014
wowa (102)

ჩემი აზრით კურტანიძეს ფული უყვარს!!! მაგრამ ხალხს გვაინტერესებს ცუდი რა გააკეთა კონკრეტული ხო უნდა თქვათ?????!!! პრეტენზია არის წავიდეს??? ოკ წავიდეს.მწვრთნელები არ უნდა წავიდეს???? ზოგზოგიერთები ინტერვიუებში რო ამბობს მწვრთნელები ძველები უნდა დარჩესო სწორია??? ჟურნალისტები ერთ და იგივე ხალხს ართმევს ინტერვიუს. ცხადაია და ბოძმანაშვილი არაა მთელი ნაკრები. მივიდნენ დათუნაშვილთან, ხინჩიგაშვილთან და ყველა ბიჭებთან და მაგათი აზრი მოგვასმენინონ. 70-80 წლეებში თუ 30 დუში იყო 92 წელს შემდეგ ერთიც აგარ არსებობდა!!! და კურტანიძეც და სხვებიც მაგ დროს ჟუჟუნას პლეტაზე ვედრით წყალს აცხელებდნენ და ისე იბანდნენ ვარჯიშის შემდეგ.ევროპა მსოფლიოს იგებდა მაგ გაჭივრებაში კურტანიძე. ტეხავს რა ზბორებზე საჭმელი არაა ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. კურტანიძის დამცველი კიარ ვარ მართლები იყავით ღვთის წინაშე!!! დგეს გაგღვიძათ ფალავანთა კლუბში დუში რო არაა??? ნაციონალები ვერ გაგვიბედავდენო ტელევიზიით ვნახე. რას ვერ გაგიბედავდნენ??? მსოფლიო ჩემპიონმა ოლიმპიადა წააგო და გეწაძემ წადი ბიძია ახლა და ყანა თოხნეო. ხაბელოვი დასაფასებელი ადამიანი ყოფილა არენაში ვნახე დანარჩენი რა ვთქვა ..... ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში სირცხვილია

21:51 | 08.10.2014
dakarguli (86)

გეწაძის დაბრუნებას რომ არ ითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტად მე ეგ მიკვირს, ისე კი მწვრთნელებთან ერთად თვითონაც უნდა გადამდგარიყო კურტანიძე

20:53 | 08.10.2014
gogimama (163)

მოჭიდავეების გუშინდელი შეხვედრა სპორტის მინისტრთან იყო ძალზედ ემოციური და მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით სულ მცირედი ალღოთი დაჯილდოვებული ადამიანიც კი შეიგრძნობდა იმ განწყობას, რაც იქ სუფევდა. განწყობა კი იყო ერთმნიშვნელოვანი - კურტანიძემ, იმის მაგივრად, რომ საჭიდაო სამყაროს პრობლემები გადაეწყვიტა, თვითონ იქცა უმძიმეს პრობლემად. მაგალითები უამრავი იქნა მოყვანილი - შეჯიბრებებისთვის მოსამზადებელ შეკრებებზე ცუდი კვების გამო სპორტსმენების შიმშილით დაწყებული, ფალავანთა კლუბში მოქმედი ერთი შხაპით დამთავრებული, რომელშიც ერთდროულად მოვარჯიშე 60-80 კაცი ცდილობდა გადაევლო წყალი (მაგალითისთვის ჩემს დროს, 70-80-იანი წლებში, 30-ზე მეტი შხაპი მოქმედებდა). ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ მისი ხუშტურების შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო ვარჯიშები, დაგეგმილიყო შეკრებების და შეჯიბრებების ადგილები, დაკომპლექტებულიყო გუნდები. წინააღმდეგობის გამწევ მწვრთნელს და სპორტსმენს სხვადასხვა ფორმით სჯიდა, მოხსნით, გაშვებით ემუქრებოდა.
ბოლოს ჯოხი მაინც მწვრთნელებზე გადატეხა, აქაოდა ნახეთ როგორი პრინციპული ვარო, ჩემს მიერ მოყვანილ მწვრთნელებსაც არ ვაფარებ ხელსო. საკუთარ პერსონაზე პასუხისმგებლობის თუნდაც უმცირესი ნაწილის გადანაწილებაც კი არ უფიქრია. დამეთანხმებით უსამართლობაა. ჰოდა, იფეთქა, გადაივსო მოთმინების ფიალა. ამ დროს, ბატონი ლუკა, იმის მაგივრად, რომ ჩაიხედოს საკუთარ თავში, გაუჩნდეს თუნდაც იოტისოდენა სინანული საკუთარ საქციელზე, მე-11 ომს უცხადებს საჭიდაო სამყაროს, მის დამარცხებას აპირებს. საოცრებაა, როგორ ცვლის ზოგიერთს ძალაუფლება!!! თავისი საქციელით იგი მიუღებელი პერსონა გახდა ყველასთვის ვინც მას საქმით იცნობს. მისი ხელმძღვანელობით ნაბიჯიც კი ვერ გადაიდგმება წინ. დიახ, სწორედ ასეთი სურათი იყო ამ შეკრებაზე და მინიტრმაც ვგონებ შეიგრძნო ეს. ამის გამო დაუდგა გვერდზე სპორტსმენებს, მოუწოდა მათ სამართლებრივ ჩარჩოებში გაეგრძელებინათ თავიანთი მოთხოვნის გატანა, რაც შედეგად რიგგარეშე ყრილობის მოწვევას და შესაბამის ცვლილებებს გულისხმობდა. იმედია საკუთარი გუნდის წევრები არ დატუქსავენ მას, ხოლო პრეზიდიუმის მერყევი წევრები კი გათავისუფლდებიან უაზრო წნეხისგან.

10:30 | 09.10.2014
olinina (97)

ღმერთმა გისმინოთ,დიქტატორები ცუდად ამთავრებენ,როგორც წესი.მაპატიონ დიდმა დიქტატორებმა ბანალურობისათვის!

00:08 | 09.10.2014
meleksa (1841)

პრეზიდიუმის წევრები ყველა ფედერაციაში რომ მერყევები არიან ეგ არის სასაცილო.

21:54 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

00:07 | 09.10.2014
meleksa (1841)

ხოლო პრეზიდიუმის მერყევი წევრები კი გათავისუფლდებიან უაზრო წნეხისგან
ყველა ფედერაციაში როგორ იწნიხებიან ეგ საწყლები, სულ აქეთ იქით როგორ ქანაობს მაგათი აზრები პირდაპირ საოცრებაა...

00:07 | 09.10.2014
meleksa (1841)

სუ გადაირია ეს საიტი, რა ნახა აქ საცენზურო???

20:41 | 08.10.2014
dakarguli (86)

ეხლა გადადგება კურტანიძე და წამოვა მედლები ოხრად

20:14 | 08.10.2014
meleksa (1841)

მოვითხოვოთ გულშემატკივრებმა, რომ სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებმა უფრო აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებასთან. გაგვაცნონ ნაკრებების გეგმები, მიზნები, პლიუსები, მინუსები და ა.შ. გვითხრან ყველაფერი რა უჭირთ და რას უნდა ველოდეთ ამა თუ იმ შეჯიბრიდან. მიბაძონ რაგბის კავშირს ყველამ! მეტი გამჭვირვალობა და მეტი ურთიერთობაა საჭირო მაყურებელთან.

ჟურნალისტებო თქვენც არანაკლებ ხართ ვალდებულები რომ მოითხოვოთ ვრცელი ინტერვიუები ყველასგან. ამ ფედერაციებში რომ სხედან პრეზიდიუმის წევრები და არაფრის მაქნისები არიან, მაგათი კაიკაცობებიც გამოიტანეთ სააშკარაოზე.

21:54 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

19:57 | 08.10.2014
meleksa (1841)

ვინ ეკითხება ნოზაძეს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი? მაგის გამო მაგასაც ეკუთვნის გაბუნძულება. რატომ არ ითხოვენ ძველი მწვრთნელების დაბრუნებას თუ ასე შესტკივათ გული?

21:54 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

17:32 | 08.10.2014
malxo-56 (358)

ნოზაძის გადასაწყვეტი, რომ გახდება ჭიდაობის საკითხი, ვერ წავა ასე საქმე, რაც შეეხება მარსაგიშვილს , დაიმახსოვრეთ ეგ ახალგაზრდა აწი შედეგს ვეღარ გააკეთებს , და უკეთესი თაობაც მოდის მაგის წონაში. რაც შეეხება კურტანიძეს მის ადგილზე უნდა გადადგეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აინიშნოს პრეზიდენტი მეამბოხე ნაციონალების რიგებიდან და ნოზაძეც, გობეჯიშვილიც ამ წრეებს ეკუთვნის...

10:41 | 10.10.2014
olinina (97)

წრე არა რგოლი,ახლა გარეკა სუ ამ ხალხმა,ოლიმპიელები არიან და არა ნაციონალები!

10:47 | 10.10.2014
olinina (97)

საერთოდ "ყველაფერჩიკობა"-მ დაღუპა საქმე რასაც ჰქვია,არავის, არავიზე არ აქვს დახასიათების ,მითუმეტეს შეურაცხყოფის უფლება და კიდევ უფრო ჩვენს სახელოვან მოჭიდავეებზე,მათ შორის ლუკა იქნება თუ დანარჩენი დიდი სპორტსმენები,შეგიძლიათ მიუთითოთ ნაკლოვანებები სიყვარულით და სითბოთი და არა ამდენი ზიზღით,რამაზი და დავითი,თემო ესენი ყოველთვის ყველა დროში დარჩებიან სახელოვან ადამიანებად,ჩვენ ყოველდღიურობაში თავს ვირცხვენთ ამათი საამაყო სახლების აუგად ხსენებისათვიშ,გრცხვენოდეთ!

21:53 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

09:27 | 10.10.2014
nika1978 (2)

მალხო ერთი შენი ნომერი დამიწერე, დათო რო შედეგს გააკეთებს პირადად უნდა დაგირეკო და გაგახარო

10:50 | 10.10.2014
olinina (97)

დათო, მარსაგა ,ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას,მე მაგ ბიჭის მჯერა და თავგამოდებული ფანი ვარ!დავით აბა შენ იცი როგორ გაგვახარებ,შენ კიდევ ახალგაზრდა ხარ,გვჯერა შენი!

21:53 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

11:13 | 10.10.2014
nika1978 (2)

კაი კაცი ხარ

14:15 | 10.10.2014
olinina (97)

გაიხარე ძმაო, ნიკა 1978 ,ბედაურებს არ გადავაშენებთ,ვირებს რომ დარჩეთ მოედანი!მე მიყვარს ჩემი ბიჭები!

15:04 | 08.10.2014
georgian championship (289)

ეს კაცი კიდევ ვერ ხვდება ღრმად შეტოპა?! გადადგეს და ეშველება ჭიდაობასაც. ძიუდოში უფრო უარესი მდგომარეობა იყო ერთი პერიოდი, მაგრამ გამოსწორდა, ახლაც უკან დახევაა საჭირო და არა თავის დამცირება თანამდებობის შენარჩუნების მიზნით!

21:53 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

10:53 | 10.10.2014
olinina (97)

ამაში ორი აზრი არ არსებობს,ღირსება უპირველეს ყოვლისა!

21:53 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

09:50 | 08.10.2014
gogimama (163)

სამწუხაროდ, პრეზიდიუმის წევრთა ნაწილი საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს ჩემს ქვედა კომენტარში დაფიქსირებული მიზეზების გამო. მათი აზრი კი ისეთივეა, როგორც სხვების -კურტანიძე წასასვლელია. ამიტომ ჯერჯერობით ვერ გროვდება ეს 25 კაცი. იმედია ზოგიერთი მათგანი მალევე დადგება საკუთარი სინდისის მხარეზე და ეს 25 კაციც შეგროვდება, რომლებიც კურტანიძის უფლებამოსილების შეჩერების პარალელურად მოიწვევენ რიგგარეშე ყრილობას.

14:22 | 08.10.2014
neeskensi (2433)

უნდა გამოქვეყნდეს პრეზიდიუმის იმ წეევრთა გვარები რომლებიც არ უჭერენ მხარს პრეზიუდიუმის მოწვევას

21:53 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

10:32 | 09.10.2014
olinina (97)

მართალია!

09:33 | 08.10.2014
BEERTRANCE (97819)

ისევ დავიდარაბა რა

00:04 | 08.10.2014
KritikosiVanga (413)

ბატონო გიორგი რა ხდება პრეზიდიუმში? გროვდება 25 მომხრე რომელიც მხარს დაუჭერს ვადამდელ არჩევნებს? თუ ჯაჭვლიანის გადასაწყვეტი არის დაინიშნება თუ არა არჩევნები?

23:20 | 07.10.2014
gogimama (163)

საქმე იმაშია, რომ ამ კრიზისის დაძლევა სამართლებრივი მექანიზმით უკიდურესად რთულია. პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდ პრეზიდიუმს შეუძლია. პრეზიდიუმში 37 კაცია. სხდომას უნდა დაესწროს 25 ან 30 წევრი (საკამათოა), კვორუმი რომ შედგეს. ამის შემდეგ დამსწრეთა უბრალო უმრავლესობას შეუძლია მიიღოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. უბრალო უმრავლესობა კი შეიძლება იყოს 13 ან 19 კაცი(თუ ყველა დაესწრება სხდომას). ამჟამად, პრეზიდიუმის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა შეუჩეროს კურტანიძეს უფლებამოსილება. თუმცა მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ობიექტური აზრის დაფიქსირების ნაცვლად შეჰყურებს მთავრობას - სპორტის სამინისტროს სახით, აგრეთვე ოლიმპიურ კომიტეტს და ელოდება მათგან მითითებებს ვისი მხარე დაიჭირონ. ამის გამო, ჯერჯერობით სასწორი უმნიშვნელოდ, მაგრამ ლუკას სასარგებლოდაა. თუმცა მიმდინარე კრიზისის გაღრმავება კურტანიზის წისქვილზე ნაკლებად დაასხავს წყალს და "მთავრობაც" ნებას მისცემს "ზევით მაყურებელ" წევრებს აზრი შეიცვალონ. თვითგანწმენდის პროცესს ვერავინ შეაჩერებს. უფრო მეტიც, ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესი მაგალითად უნდა იქცეს იმათთვის, ვისაც თანამდებობა საჩუქარი ჰგონია და არ ზრუნავს საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის.

21:52 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

+

10:13 | 08.10.2014
olinina (97)

მართალია!

21:43 | 07.10.2014
neeskensi (2433)

ლუკა კურტანიძე-არ დავთმობ სკამს სიციცხლის ფასად!...))

21:59 | 07.10.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

სკამი გაატანონ სახლში.D.

21:52 | 25.10.2015
NGoLo KaNte (36472)

დდ

09:32 | 08.10.2014
BEERTRANCE (97819)

DDD

20:09 | 07.10.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

თუ მიწოლაა ბოლომდე მოჭიდავენო!

0.064824