კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერში“ დაბრუნების შემდეგ, კლუბის პრესსამსახურმა ინსტაგრამში ძველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მანკუნიანელთა ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი რონალდუსთან ერთადაა გამოსახული. კომენტარადაც მისი სიტყვები დაურთო: „უთხარი მსოფლიოს შვილო, ეს შენი სახლია“ ("Tell the world, son. This is your home“).
კრიშტიანუმ კი თქვა, რომ კლუბში დაბრუნებას ფერგიუსონს უძღვნის.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „მანჩესტერთან“ 31 აგვისტოს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.