ფეხბურთი

18:52 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" მარსელ ზაბიტცერი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლაიფციგიდან“ მარსელ ზაბიტცერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ავსტრიელმა ფეხბურთელმა „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 18-ნომრიანი მაისური მოირგო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ბაიერნში“ ვითამაშებ. ბავშვობაში ყოველ შობას „ბაიერნის“ ახალ მაისურს მჩუქნიდნენ. ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის, მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო“, - თქვა ზაბიტცერმა.

27 წლის მარსელ ზაბიტცერი „ლაიფციგში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 229 მატჩში 52 გოლი გაიტანა მანამდე მას სამშობლოში, „ადმირასა“ და „რაპიდში“ უთამაშია. ავსტრიის ნაკრებში მარსელის ანგარიშზე 54 შეხვედრაში 8 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112619