სხვა

13:47 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მედალი საქართველოს - ნინო თიბილაშვილი ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს პარალიმპურ დელეგაციას პირველი მედალი ხმლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუტანა. ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს პარალიმპიადის ფინალში იასპარეზა სადაც რეიტინგის პირველ ნომერ, ჩინელ ინგ ბიანს შეხვდა და 7:15 დამარცხდა, რითაც ვერცხლის მედალს დაეუფლა.

თიბილაშვილმა ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა, რასაც მერვედფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიასთან გამარჯვება მოჰყვა (15:9). ნინამ მეოთხედფინალში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს 15:13 და ნახევარფინალში ასევე უკრაინელ ეგვენია ბრეუსს ამოუგო (15:12).

დღესვე, მედალთან ძალიან ახლოს ირმა ხეცურიანი, რომელმაც ჯგუფური ეტაპი 3 მოგებით და 2 წაგებით დაძლია, მერე მეოთხედფინალიც მოიგო, მაგრამ ჯერ ნახევარფინალი წააგო და მერე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაშიც დამარცხდა ჩინელ შაო რონგთან.

0.19292