სხვა

11:29 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

თიბილაშვილი ფინალშია - ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს!

პარალიმპური თამაშები დაიწყო, სადაც 2 ქართველი მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ოქროს და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა თიბილაშვილის ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელი ევგენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!

მანამდე ნინამ არანაკლებად დაძაბული შეხვედრები მოიგო. მან მეოთხედფინალში ასევე უკრაინელი ნატალია მორკვიჩის (A კატეგორია), 15:14 სძლია, მანამდე კი იტალიელ მეტოქეს მოუგო.

მეოთხედფინალში ჩვენმა პარამოფარიკავეებმა შესანიშნავად იასპარეზეს. ირმა ხეცურიანის მოწინააღმდეგე (B კატეგორიაში) იტალიელი როსანა რასკუინო იყო, რომელიც 14:10-სს იგებდა, თუმცა, დარჩენილ დროში, ირმა ხეცურიანმა უშეცდომოდ იასპარეზა და 15:14 მოიგო.

ნახევარფინალში ირმა ხეცურიანი უძლიერეს ჩინელ შუმეი ტანს შხვდა და 8:15 დამარცხდა, ამრიგად ის ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.

0.115355