ფეხბურთი

17:56 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" რაფაელ ვარანი "ოლდ ტრაფორდზე" წარადგინა

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რაფაელ ვარანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზეც“ იმყოფებოდა, სადაც „ლიდსთან“ (5:1) თამაშს დაესწრო.

ვარანის ტრანსფერი ინგლისურ გრანდს 50 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგი „იუნაიტედის“ ღირსებას 19-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანი „რეალში“ 2011-2021 წლებში თამაშობდა და 360 თამაშში თავი 17-ჯერ გამოიჩინა. მან მადრიდულ გრანდში ყველაფერი მოიგო, მათ შორის, სამჯერ ლა ლიგა და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა. ვარანის პირველი კლუბი კი „ლანსი“ იყო. საფრანგეთის ნაკრებში 28 წლის ფეხბურთელმა 79 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.114027