ფეხბურთი

0:56 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უახლოეს დღეებში უკრაინის ნაკრებს რებროვი ჩაიბარებს

კიევის „დინამოსა“ და უნგრული „ფერენცვაროშის“ ყოფილი დამრიგებელი, სერგეი რებროვი, უახლოეს დღეებში უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს ТК Футбол.

წყაროს ინფორმაციით, 47 წლის სპეციალისტმა უკვე გაწყვიტა კონტრაქტი საემიროების „ალ აინთან,“ რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინათ ჩაიბარა.

რებროვი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკრაინელების მთავარ გუნდს ანდრეი შევჩენკო წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით უკრაინელები ევრო 2020-ზე მეოთხედფინალში გავიდნენ, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა.

გადადგომის შესახებ შევჩენკომ 1 აგვისტოს განაცხადა.

0.122952