ჭიდაობა

13:59 | 7.08.2021 | ნანახია 1252 - ჯერ

ელიზბარ ოდიკაძე უმედლოდ დარჩა, ქართველი მოჭიდავეებისთვის ოლიმპიადა დასრულდა

თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა ასპარეზობა დაასრულეს. 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძეს ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა და რეპეშაჟში იასპარეზა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

ოდიკაძე 5:3-ს იგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე ქულები გაუშვა და საბოლოოდ, 5:7 წააგო. აზერბაიჯანელი ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშების პირველ შეხვედრაში ოდიკაძე ირანდელ მოჰამადჰოსეინს მოჰამადიანს დაუპირისპირდა და 6:3 აჯობა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ელიზბარი შეხვედრის მიწურულამდე 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ მერე 6 ქულა აიღო და მოიგო. მეოთხედფინალში ელიზბარი წონის ლიდერს, რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მეტოქემ აშკარა უპირატესობით 10:0 მეორე პერიოდის დასაწყისში იმარჯვა.

საქართველოს თავისუფალ ჭიდაობაში 6 წონითი კატეგორიიდან მხოლოდ სამში ჰყავდა წარმომადგენელი და ერთი მედალი მოიპოვა - გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა და ოქრომდე 0.3 წამი დააკლდა. აქვე გეტყვით, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 4 ქართველი ფალავანი ასპარეზობდა და მაქსიმუმი ამ სახეობაშიც 1 ვერცხლის მედალი გამოდგა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:49 | 09.08.2021
fidofido (3392)

გილოცავთ გეგეშიძის გამპრავებლებს ოლიმპიადის ბრწყინვალე სტილში მოგებას 12 ტი წონიდან 6 -ში საგზური ვე რმოიპოვეს და ოლიმპიადაზე 2 ვერცხლი ამაზე მედი ჩაკუკვა რაღა უნდა მოხდეს? მაგრამ ეს ხომ ყველაფერი ნაცი და ბუნტისთავის დათუნაშვილის ბრალია. აფარეთ ხელი უწმინდეთ ცასვრილი და პარიზში 4 ლიცენზიით და 1 ბრინჯაო თუ ავიღეთ მერე გეგეშიძეს რუსთაველზე ძეგლი უნდა დავუდგათ. იქ სადაც პოლიტიკა მიწვდება ის სფერო იღუპება. ჭიდაობა ამის ნათელი მაგალითია. ძიუდოშიც მოხდა განხეთქილება მაგრამ ამის გამო არცერთი ძიუდოისტი არ გარიყეს და შედეგი კი დადეს. რაგბში ხომ ჩაყვეს ცხვირი შედეგებიც ამიტომ გვაქვს რეგრესი თანაც საშინელი. სპორტული დაპირისპირება ტატამს არუნდა გაცდეს. ძველ ბიჭურად აუვარდე ეკაჩავო თავი გაუხეთქო კუნთებზე იყურებოდე ეს შედეგს ვერ მოიტანს. მასე ბევრი ნიჭიერ სპორცმენს დავკარგავთ როცა 17-18 წლის ბიჭი ნახავს რომ იჩაგრება წილში არ ცასვა არ გაახარებენ წავა და სხვაგან დაიწყებს თავშესაფრის ძიებას. გამოფხიზლების დროა მეგობრებო ქოც-ნაცების დედაც ეგენი კომფორტულად ჭამენ ჩვენ კიდე ქვეყანა თავზე დაგვემხო

11:27 | 08.08.2021
ქარვასლა (301)

რა მაინტერესებს ჩაჯმული ოლიმპიადის მერე გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს?!

12:15 | 08.08.2021
KoRBeN DaLLaS (24846)

ოლიმპიადაზე კი არა, საერთოდ ყველაფერში ჩაიდჟვეს ქოცებმა, მაგრამ მიდიან ? გეგეშიძეც ქოცია რა )))
ნაცებმა დააშავეს და აღარ არიან ხელისუფლებაში. ესენი ბევრად მეტს აშავებენ, მაგრამ მაინც თავზე გვაზიან. მაგრად დააქლიავეს ერი, თორე აქამდე კინწისკვრით გავყრიდით.

16:44 | 08.08.2021
ქარვასლა (301)

ქოცი/ნაცი მაგრა მკიდია აქ პასუხისმგებლობაზეა ბაზარი...თორე ნაცებს სიბინძურე რო აქვთ ნაკეთები იმიტომაც არიან სანაგვეზე...წინა მთავრობის დედაც,ამ მთავრობისაც და მომავალი მთავრობისაც...სკამზე რო ავლენ ხალხი ყველას კიდია

14:05 | 07.08.2021
O.KANI (475)

ჭიდაობის ლინკიიქნებ დადოთ ვინმემ , მადლობა წინასწარ, სადულაევი სნეიდერის სხვატკას ვერ უნდა ვუყურო? პირველი არხის იმედი არ მაქვს რო გვაყურებინონ, ესენი უკვე კარატისტები გახდნენ, ვაი ამათ პატრონს და იმათი დედაც მ....ნ ვინც ეგ კარატე ოლიმპიურ სახეობებში შეიყვანეს

11:54 | 08.08.2021
ქარვასლა (301)

ისე ბრატ კარატესთან ერთად ეს ბანძი ჭიდაობაც ამოსაღებია,მაგარი უაზრო წესებია და საყურებლად კარატეზე ოდნავ უკეთესია....მარა რა ვუყოთ აქედანაც ვიღებთ მედლებს და რომ არა გეგეშიძის და იანტბელიძის ჩაჯმა უკეთესად გამოვიდოდით....დაახვიონ ორივემ....გენოს ვუთანაგრძნობ...მაინც მაგარი ხარ ჯიგარო....თუმცა ეეჰ ვეღარაფერს შევცვლით

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065358
სარეკლამო ადგილი - 99
X x X