ფეხბურთი

15:27 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგორი იქნება უეფას ევროპა ლიგის ახალი გათამაშების სისტემა?

უეფამ ახალი ტურნირი, კონფერენს ლიგა შემოიღო და ამისდაკვალად, შეიცვალა ევროპა ლიგის გათამაშების არსებული სისტემაც.

წლევანდელი სეზონიდან ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 48-ის ნაცვლად 32 კლუბი ითამაშებს. ხოლო მერვედფინალის წინ, ფლეი ოფის კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება.

შეიცვალა საკვალიფიკაციო სისტემაც. ახლა ის მხოლოდ ორი ეტაპისგან შედგება - მესამე რაუნდისგან, სადაც რვა წყვილი ითამაშებს და ფლეი ოფისგან, რომელშიც 10 წყვილი მიიღებს მონაწილეობას. ამიტომაც იწყება ისინი შედარებით გვიან.

გამარჯვებულები ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, დამარცხებულები კი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ.

ევროპა ლიგაში უეფას 15 საუკეთესო რეიტინგს მქონე კლუბი (უპირატესად თასების მფლობელები) ითამაშებს, დანარჩენები კი უკვე კონფერენს ლიგაში ირჯებიან.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ერთი მატჩი 3 აგვისტოს გაიმართა. თბილისის „დინამოს“ მძლეველმა, ბაქოს „ნეფთჩიმ“ შინ ფრედ, 2:2 ითამაშა ფინურ ჰიკთან.

დანარჩენი შეხვედრები დღეს, 5 აგვისტოს ჩატარდება:

ომონია (კვიპროსი) - ფლორა (ესტონეთი)

მურა (სლოვენია) - ჟალგირისი (ლიეტუვა)

კაირატი (ყაზახეთი) - ალაშკერტი (სომხეთი)

ლინკოლნ რედ იმპსი (გიბრალტარი) - სლოვანი (სლოვაკეთი)

იაბლონეცი (ჩეხეთი) - სელტიკი (შოტლანდია)

რაპიდი (ავსტრია) - ანორთოსისი (კვიპროსი)

გალათასარაი (თურქთი) - სენტ ჯონსტონი (შოტლანდია)

შესაძლოა, მკითხველი დაიბნეს, ესტონეთის, სომხეთის, ლიეტუვის და განსაკუთრებით გიბრალტარის გუნდებს აქ რა უნდათო, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპი გაიარეს, მეორეში გავარდნენ და ევროპა ლიგაზე გადმოინაცვლეს.

თუ ვინმე ამ ეტაპს დაძლევს და გავა ევროპა ლიგის ფლეი ოფში, გარანტირებული ექნება მინიმუმ კონფერნს ლიგის ჯგუფი, ანუ დინამოსაც ჰქონდა აქ მოხვედრის შანსი თუ მოუგებდა თუნდაც მხოლოდ „ნეფთჩის.“

მაგალითად, ჩვენებურების ბრატისლავის „სლოვანი“ (ვაისი, კაშია, კანკავა). გიბრალტარის გუნდს თუ დაამარცხებს, გარანტირებულად მოხვდება კონფერენს ლიგის ჯგუფში. აქვეა თემურ ქეცბაიას „ანორთოსისიც.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064823