ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა გობაძე (87 კგ) ჩაერთო, რომელმაც მერვედფინალში 37 წლის უზბეკ რუსტემ ასაკალოვთან მარცხი განიცხადა.
ამ წაგებას არაფერი მოასწავებდა, პირველი პერიოდი გობაძემ ლამაზი გდების წყალობით 3:0 მოიგო და თითქოს გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მაგრამ მეორე პერიოდში ყველაფერი შეიცვალა და უზბეკმაც მოახერხა ქულების მოპოვება. საბოლოოდ, გობაძე 5:6 დამარცხდა და არა მარტო ოქროს მედლისთვის ბრძოლას, არამედ ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ასაკალოვი მეოთხედფინალში დამარცხა და ლაშამ ყველანაირი შანსი დაკარგა.
აქვე გეტყვით, რომ 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია რეპეშაჟში დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა, ხოლო რამაზ ზოიძემ (67 კგ) მერვედფინალური შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალშია.
შეგახსენებთ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველომ გუშინ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც იაკობ ქაჯაიას (130 კგ) ანგარიშზეა. მთლიანობაში საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია.