ძიუდო

7:49 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია!

ეთერ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ორი ბრძოლა ოპონით ადვილად მოიგო.

ეთერმა საწყის სტადიაზე ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი დაამარცხა პრობლემების გარეშე, ხოლო შემდეგ გერმანელ ტერეზა შტოლს ასევე იპონით აჯობა. სხვათა შორის, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე გაახერხა მომგებიანი გდება.

ამრიგად, ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია, სადაც ფრანგ სარა სისკეს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122867