„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენს“ აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა პარიზელებთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.
თუმცა, პსჟ-ს გულშემატკივრები ამ სიახლით მოხიბლულნი არ არიან და პოგბას გუნდში მოსვლა არ სურთ.
„პოგბა დედაშენს უნდა მოუსმინო, მას აქ არ უნდა და არც ჩვენ გვინდა, რომ აქ იყო“, - გამოფინეს პსჟ-ს ფანებმა ბანერი.
აღსანიშნავია, რომ პოგბას ოჯახი მარსელის „ოლიმპიკის“ გულშემატკივრები არიან და პსჟ-ს ფანებისთვისაც ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ საფრანგეთის ნაკრების ლიდერის საყვარელ გუნდში ხილვა არ უნდათ.