ფეხბურთი

17:08 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" სულშერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სულშერს ნდობა გამოუცხადა კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ინგლისურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

სულშერი „მანჩესტერში“ 2024 წლამდე იმუშავებს. კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვით მხარეებს სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულების ერთი წილით გახანგრძლივება შეეძლებათ.

„ყველამ იცის რა გრძნობა მაქვს ამ კლუბის მიმართ და ბედნიერი ვარ, რომ ხელი ახალ კონტრაქტს მოვაწერე. „მანჩესტერისთვის“ მნიშვნელოვანი მომენტია, გუნდს მშიერი ახალგაზრდები და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს და ეს კარგი ნაზავია. ფანტასტიკური პერსონალი მყავს და ყველანი მზად ვართ ნაბიჯი წინ გადავდგათ. „მანჩესტერს“ დიდი ტიტულების მოგება სურს და სწორედ ეს არის, რისკენაც მივდივართ. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყევას და „ოლდ ტრაფორდზე“ გასვლას“, - თქვა სულშერმა.

ნორვეგიელი სპეცილიასტი „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წლის დეკემბრიდან მუშაობს. ამ პერიოდში „წითელ ეშმაკებს“ მან ტიტული ვერ მოაგებინა, მაგრამ მისი მუშაობით კლუბის ხელმძღვანელები მაინც კმაყოფილები არიან.

0.118443