ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინში“ კინაღამ სკანდალი აგორდა, თუმცა ყველაფერი მალევე გაირკვა. საქმე ის არის, რომ უკრაინელმა ჟურნალისტმა, იგორ ბურბასმა ტვიტერში დაწერა, სლოვაკი თავდამსხმელი, ერიკ რამირესი „რუბინში“ იმიტომ არ გადავიდა, რომ ყაზანურ კლუბში ჩვეულებრივი პრაქტიკაა ფეხბურთელებმა ოფიციალური ხელფასის ნახევარი სხვას გადაუხადონო.
Sport-express.ru ყაზანელთა სპორტულ დირექტორ ოლეგ იაროვინსკის დაუკავშირდა, რომელმაც უკრაინელი ჟურნალისტის ნათქვამს სისულელე უწოდა.
„რუბინში“ ჩვეულებრვი პრაქტიკაა ფეხბურთელებმა ხელფასის 90 პროცენტი მიიღონ, დანარჩენი კი გადასახადებზე მიდის. უაზრობაა ასეთი სისულელეების კომენტირება. გარეთ 21-ე საუკეუნეა. სასაცილოა.
„რუბინმა“ სლოვაკ ფეხბურთელზე სხვა მიზეზით თქვა უარი, რომელიც არაფერ კავშირშია ჟურნალისტის ნათქვამთან. მას მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო კიევის „დინამოში.“ - დასძინა იაროვინსკიმ.
წყაროს ინფორმაციით, 22 წლის რამირესმა „რუბინში“ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და კლუბმაც ამად არ დაიტოვა.