უეფას კონფერენს ლიგას გორის „დილა“ გამოეთიშა. შიდა ქართლელებმა სლოვაკური „ჟილინას“ ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს და ევროთასებს საწყის სტადიაზევე დაემშვიდობნენ.
პრინციპში, ამ წყვილში ყველაფერი სლოვაკეთში გადაწყდა, სადაც „დილა“ 1:5 დამარცხდა და ბუნებრივია ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა გორში ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.
„დილა“ უტევდა, მაგრამ ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს. ეს ტაიმის ბოლო წუთზე მოხდა და ვაჰან ბიჩახჩიანმა, როგორც პირველ მატჩში, ახლაც პენალტი გაიტანა და „ჟილინამ“ კიდევ უფრო გაზარდა საერთო უპირატესობა.
მეორე ტაიმში „დილამ“ ბრძოლა გააგრძელა და ორი გოლი გაიტანა. ჯერ უსმან კამარამ გაიტანა, მერე ვანდერსონმა და გორელებმა საკუთარ მოედანზე მაინც მოახერხეს გამარჯვება, ოღონდ მხოლოდ 2:1, რაც ცხადია, საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
„ჟილინამ“ გორის „დილას“ ორი თამაშის ჯამში 6:3 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო ქართული გუნდი ასპარეზობის მიღმა დარჩა.
ამრიგად, საქართველოს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი წარმომადგენელი ეყოლება: „დინამო ბათუმი“ ბორისოვის „ბატეს“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისი“ ჰაიფას „მაკაბის“.
დილა 2:1 ჟილინა 2:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 3:6
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
„დილა“ (4-2-3-1): გუგეშაშვილი; ჩიტეიშვილი, ეტოუ, მაისაშვილი (მანზი 77), ვანდერსონი - მოსიაშვილი, სანტოსი; ღუდუშაური (ბუღრიძე 56), ბიძინაშვილი, კამარა (მადინგა 82); კაპანაძე (ზუბაკი 55)
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
„ჟილინა“ (4-3-3): პეტრაში; ანანგი, მინარიკი, კივორი, სლუკა; მისლოვიჩი (ბერნატი 46), ფაზლაგიჩი (გონო 46), ბიჩახჩიანი (სლებოდნიკი 71); კაპრალიკი (კოპაში 79), ჯიბრილი (რუსნაკი 65), დურიში
მწვრთნელი: პავოლ სტანო
გოლები: 0:1 ბიჩახჩიანი (45, პენ), 1:1 კამარა (58), 2:1 ვანდერსონი (70)
გაფრთხილება: მაისაშვილი (32), კაპანაძე (35), ბიძინაშვილი (42), ალეფ სანტოსი (76), ჩიტეიშვილი (78), მოსიაშვილი (86) - ფაზლაგიჩი (4), სლუკა (42), მინარიკი (76), გონო (78)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: მ. მილანოვიჩი (სერბეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სხვა მოლოდინი ვინმეს ქონდათ? კი ჟინით და მონდომებით ითამაშეს ყველა გუნდმა, მაგრამ არა ყველა ფეხბურთელმა, პროფესიონალიზმი და ვარჯიში რომ აკლიათ ბრმაც კი შეამჩნევდა, კლასი არც ჩვენ მეტოქეებს ქონდა...
მართალი ხარ, რა კლასიც ქონდათ ის შედეგი მივიღეთ.
თამაშს რაც შეეხება, დავესწარი და ბიჭმა რაც შეეძლოთ და იცოდნენ ის ითამაშეს, მთელი თამაში შეტევაში იყვნენ, არაფერი მესაყვედურება მათ მიმართ.
ერთი კი ნამდვილად გამიკვირდა პირველ თამაშში როგორ მოახერხეს ასეთი დიდი ანგარიშით წაგება.
არ მგონია რომ ჟილინა ნეფჩიზე ნალები იყოს, მაინც ყოჩაღ დილას
ფიფია უყურე ამათ ერთი მაინც მოიგეს,წადი შენი ვაჭარი დედაც
ჩაგდებული პირველი მატჩის შემდეგ მადლობა რეიტინგს ქულები რო შემატეთ,ისე სჯობდა ის ოქროს მატჩი ლოკოს მოეგო შარშანდელის მერე ხოდზე იქნებოდა მაინც
რასაც წელს ლოკო აკეთებს, არც ყოფილა ღირსი ის მატჩი მოეგო. წესით ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლა წელს ლოკოს და სადაა კი ვხედავთ