ფეხბურთი

0:47 | 9.07.2021 | ნანახია 2639 - ჯერ

"დინამო ბათუმმა" სან მარინოში გაისეირნა, "გაგრამ" ბრძოლაში წააგო, მაგრამ შანსი შეინარჩუნა

საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ უეფას კონფერენს ლიგის გათამაშებაში ჩაერთო და სტუმრად მონტენეგროს „სუტიესკას“ ესტუმრა, რომელსაც დიდი ბრძოლა გაუმართა.

ეს მოსალოდნელიც იყო. „გაგრა“ ევროსარბიელზე საქართველოს სახელს შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ღირსეულად იცავს და ახლაც ასე იყო. გაგა კირკიტაძის გუნდმა მატჩის დასაწყისშივე მარკო ვუკოვიჩისგან გოლი გაუშვა, მაგრამ მერე თავი კარგად დაიცვა.

უშანსოდ შეტევაში „გაგრა“ არ ყოფილა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. საბოლოოდ 0:1 წააგო, რაც ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში გაირკვევა ყველაფერი. „გაგრას“ ნამდვილად ხელეწიფება, რომ თბილისში მეტოქეს აჯობოს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვოს.

სამაგიეროდ, პირველივე შეხვედრაში ყველაფერი გადაწყვიტა „დინამო ბათუმმა“, რომელმაც სან მარინოში „ტრე პენე“ 4:0 გაანადგურა და ფაქტია, საპასუხო თამაშს აზრი დაუკარგა.

გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს კლასით ბევრად აღემატებოდა და 18 წუთი მოანდომა სამი გოლის გატანას. გიორგი ფანცულაიამ და ლადო მამუჩაშვილმა ჯოვინოსა და ჯაბა ჯიღაურის პასებით გაიტანეს, ხოლო მერე თავად ჯიღაურმა დალაშქრა „ტრე პენეს“ კარი. მეორე ნახევარში თავი გიორგი ზარიამაც გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სუტიესკა“ (მონტენეგრო) – „გაგრა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ვუკოვიჩი (17)

„ტრე პენე“ – „დინამო ბათუმი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 ფანცულაია (8), 0:2 მამუჩაშვილი (10), 0:3 ჯიღაური (18), 0:4 ზარია (58)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:06 | 10.07.2021
ბათუმის დინამო ! (229)

შემდეგ წელს დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში 32-33 ადგილზე აღმოჩნდება ევროპის რეიტინგში. საჭიროა მინიმუმ 2 კოეფიციენტზე მეტი დავაგროვოთ წელს და პოლონეთს და სლოვენიას მივუახლოვდებით….

17:15 | 09.07.2021
ilia_juventus (2091)

დილას რომ კარგი ცენტრ ფორვარდი ჰყოლოდა მინიმუმ 3 გოლს გაიტანდა

16:35 | 09.07.2021
O. Mertskhali (8101)

სხვა ყველა უბედურეასთან ერთად, ჩვენს გუნდებს ისიც აზარალებს, რომ იმ თითზე ჩამოსათვლელ საგოლე მომენტებში, რომელიც ექმნებათ, ეგოიზმი სძლევთ ხოლმე, ასეთ დონეზე გატანას დანატრებულ ფეხბურთელებს და 'ღორობენ'..

11:31 | 09.07.2021
qomagi (1575)

ჩვენი ჩემპიონატის დონე სამწუხაროდ იგივე ფარჩაკ დონეზეა, რაზეც იყო. ამის ნათელი მაგალითი გორის დილას გასაზიზღრებაა სლოვაკურ გუნდთან და უთავმოყვარეო თბილისის დინამოს მარცხი ასევე უდონო და უკლასო ნეფთჩისთან. ის რომ ბათუმი გაძლიერდა, ჩემპიონატის დონის ამაღლებას არ ნიშნავს. იგივე ბათუმის რეალური ძალაც მეორე საკვალიფიკაციოზე გამოჩნდება, სან-მარინოს გუნდს ნებისმიერ უბანში შეკრებილი 11 კაცით მოვუგებთ. არც მონტენეგროს ჩემპიონატია ჩვენზე მაღალი დონის, რომ ვთქვათ, რომ გაგრამ სასწაული ჩაიდინა 0:1 წაგებით.

11:18 | 09.07.2021
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

სალამი ბიჭებო)
კარგია რო ბათუმმა ამოტენა )
მგონი წელს, წინა წლებთან შედარებით ჩვენი ჩემპის დონემ აიწია ხო ?
რს იტყვით ?

17:03 | 09.07.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ხო აბა რა )) ჩვენი ჩემპის დონის და 72 წლის მამაჩემის პენისის აწევამდე არაფერი გვეტკინოს

19:13 | 09.07.2021
alexpool (563)

ისე ხომ არ არის საქმე,რომ ეგ მეორე უფრო შესაძლებელი იყოს?

19:20 | 09.07.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

რა გითხრა... დედაჩემს მაგას ვერ ვკითხავ, მრცხვენია )))

11:58 | 09.07.2021
lagashi (6738)

წელს ჩემპიონატი უფრო საიტერესოა ვიდრე წინა წლებში, სხვა მხრივ ვერ ვიტყვი დონემ აიწია თქო.

09:18 | 09.07.2021
lagashi (6738)

სადმე სტატისტიკაში ან რეიტინგში მაინც ხომ გამოგვადგება - მოკლეთ ვულოცავ დინამო ბათუმს>

გაგრამ წესით უნდა იბრძოლოს

0.141507