შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეტოქეების ვინაობა გაირკვა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუნდი E ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სერბული „ფონი“, ირლანდიული „ბლუ მეჯიქ დუბლინი“ და მონტენგროული "ტიტოგრადი“ იქნება. მომდევნო ეტაპზე პირველადგილოსნებთან ერთად საუკეთესო 8 ჯგუფის ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი გავა.
მატჩებს მონტენეგრო უმასპინძლებს. ჩემპიონტა ლიგის 2021-2022 წლების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩვეულ ფორმატს უბრუნდება და ის 20 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.