ფეხბურთი

14:54 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მატამ "მანჩესტერთან" კონტრაქტი განაახლა

ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა „მანჩესტერ იუნაიტედში“ კიდევ ერთი წელი ითამაშებს. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ცნობით, მატამ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე განაახლა.

ესპანელს „იუნაიტედთან“ ძველი ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ხუან მატა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2013 წლიდან თამაშობს და 273 შეხვედრაში 51 გოლი აქვს გატანილი. მანამდე კი „ჩელსის“ და „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.

0.112979