ფეხბურთი

21:07 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "ვფიქრობ, მეც და ლუკაკუსაც ამაღამ მშვიდად დაგვეძინება"

იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოჯანმრთელდა და ბელგიის ნაკრებთან სათამაშოდ მზადაა. ვეტერანი ფეხბურთელი რობერტო მანჩინის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ახლდა, სადაც ხვალინდელ შეხვედრაზე ილაპარაკა.

„მოხარული ვარ, რომ ტრავმა მოვირჩინე. კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს დღეს და ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა გრძნობის განცდა, რაც მოედანზე მეუფლება. ლუკაკუ? ყველანი მზად ვიქნებით, არა მხოლოდ მე. ეს დიდი გამოწვევაა ულამაზეს სტადიონზე. კმაყოფილები ვართ, რომ აქ ვარჯიში შეგვიძლია და შემდეგ გვექნება კიდევ ერთი დღეს, რომ თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ.

ჩვენი გუნდი ძლიერია. მწვრთნელს ბევრი საფიქრალი აქვს, რადგან ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ პირველი წუთიდან თამაშის ამბიცია ყველა მათგანს აქვს. ჩვენ ზრდის დიდი გზა გამოვიარეთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

როგორ უნდა მოვიგოთ? რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, დეტალებს ყურადღება მივაქციოთ, რადგან ამას შეუძლია გავლენა იქონიოს და მცირე შეცდომებიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. როგორც კაპიტანი, ვეცდები გუნდის წნეხი შევამცირო, სიტუაციის დამძიმება საჭირო არ არის. ლუკაკუს ყველა ჩვენგანი დიდ პატივს სცემს, ვიცით, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია და გასულ სეზონში „ინტერისთვის“ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მაგრამ, მხოლოდ მასზე საუბარი ბელგიის სხვა ფეხბურთელების შეურაცხყოფა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რომელუც და მეც ამაღამ მშვიდად დავიძინებთ“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.115244