გორის „დილამ“ ხორვატი ფეხბურთელი პეტარ ზუბაკი დაიმატა. შიდაქართლელთა ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის თავდამსხმელი ბოლოს ავსტრიის მეორე ლიგაში, „გრაცერის“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში 20-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.
ხორვატმა ფეხბურთელმა კარიერა სამშობლოში, „მლადოსტის“ რიგებში დაიწყო. ის გორულ კლუბს ევროთასების წინ შეუერთდა და გუნდს სლოვაკურ „ჟილინასთან“ დაეხმარება.