საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში მორიგი მატჩი ჩაატარა და მეოთხედფინალში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტმა საბერძნეთმა დეიან სტანოევიჩის გუნდს აჯობა და მთლიანობაში ადვილადაც იმარჯვა - 20:8. მატჩის დაწყებისთანავე უპირატესობას ბერძენი წყალბურთელები დაეუფლნენ და საქართველომ მას პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირსიპირდა. ამრიგად, დაფიქსირებული შედეგი სრულიად სამართლიანი და ლოგიკური იყო.
საქართველომ მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ ბოლო პერიოდში გაუწია, რომელიც ფრედ დასრულდა, აი მანამდე კი საბერძნეთი თამაშის სადავეების ბატონ-პატრონი იყო.
საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი ამ მარცხით არ დასრულებულა და ახლა მეოთხედფინალურ წყვილებში სხვა დამარცხებულ ნაკრებებთან ერთად მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებს. საბერძნეთმა კი ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
საბერძნეთი - საქართველო 20:8 (5:1, 5:2, 6:1, 4:4)
გოლები: 1:0 მურიკისი, 2:0 ფუნტულისი, 3:0 ფუნტულისი, 4:0 მურიკისი, 5:0 დერვისისი, 5:1 შუშიაშვილი, 6:1 გენუდინიასი, 6:2 ელაჩა, 7:2 არგიროპულოსი, 8:2 გკიოვეტსისი, 9:2 გენიდუნასი, 9:3 შუშიაშვილი, 10:3 გენიდუნასი, 11:3 პაპანასტიუსი, 12:3 გკიოვეტსისი, 12:4 ელაჩა, 13:4 არგიროპულოსი, 14:4 სკუმპაკისი, 15:4 კაპოცისი, 16:4 დერვისისი, 16:5 ბითაძე, 17:5 ფუნტულისი, 18:5 ფუნტულისი, 18:6 დადვანი, 19:6 ფუნტულისი, 19:7 ვაპენსკი, 20:7 ფუნტულისი, 20:8 ვაპენსკი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხოოო, რუსთა ჩრდილოკავკასიური "სპეცრაზმი" არ ყოფილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე და ეს ჩვენს წარმატებას ფასს კაი გვარიანად უგდებს.
თუმცა აგერ სნაიდერს უჭიდავია და აქედანაც ჩანს რომ საკმაოდ წარმომადგენობითი ტურნირი იყო.
შენა ჩრდილოელი ბოძიშვილი კი არადა მეზობელი არ იღებდა მონაწილეობას?
თუ არა, რა გიხარიათ ვერ გავიგე. ეგაა მთავარი ფავირიტი ამ სპორტში.
მე პირადად 4 ოქროს ძიუდოსაგან ველოდები - ჩხვიმიანი, გრიგალა, ბექაური და თუშიშვილი. ნუ ლიპოც თუ იქნება ფორმაში, ეგეც მეხუთე. იქნებ შავიმაც გაქაჩოს. მეტი რა ვქნა - ლამის ოლიმპიადა მოვაგებინო ჩვენს ნაკრებს.
მაგარია ოლიმპადის წლის ასე დაწყება ! თუ ასე გააგრძერლეს ოლიმპიადაზე მინიმუმ 3 ოქროს მედალს უნდა ველოდოთ თავისუფლებისგან 1-2 ც კლასიკოსებმა უნდა აიღონ და ამას პლიუს ძიუდო ძალოსნობა და კიდევ შეიძლება რომელიმე სპორტში გავისროლოთ 1 ოქრო და მოვხსნით 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის რეკორდს სადაც ქართველებმა 6 ოქრო აიღეს !