სხვა

17:47 | 28.06.2021 | ნანახია 0 - ჯერ

წყალბურთი: საქართველომ აშშ-სთან წააგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში B ჯგუფის მესამე შეხვედრა ჩაატარა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა პირველ ტურში იაპონიას მოუგო, ხოლო მეორე თამაში მონტენეგროსთან წააგო. ქართველმა წყალბურთელებმა ვერც ამერიკელებთან მოახერხეს წარმატების მიღწევა.

სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს, როცა ორი პერიოდის შემდეგ 5-ბურთიანი უპირატესობა მიიღეს და მისი შენარჩუნება საკმაოდ მარტივად მოახერხეს. მეორე ტაიმში საქართველომ არაფერი დათმო, მაგრამ საბოლოო 9:13 დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და 29 ივნისს, მეოთხედფინალში ითამაშებს, მეტოქე კი დიდი ალბათობით საბერძნეთის ნაკრები იქნება.

აშშ - საქართველო 13:9 (3:1, 5:2, 2:3, 3:3)

გოლები: 0:1 ელაჩა, 1:1 ირვინგი, 2:1 ირვინგი, 3:1 დობი, 3:2 ვაპენსკი, 4:2 ირვინგი, 5:2 ვუდჰედი, 5:3 ელაჩა, 6:3 ობერტი, 7:3 ბოუენი, 8:3 სტივენსონი, 8:4 შუშიაშვილი, 8:5 იმნაიშვილი, 9:5 დობი, 10:5 ობერტი, 10:6 მაგრაქველიძე, 10:7 იმნაიშვილი, 11:7 ჰალოკი, 11:8 ვაპენსკი, 12:8 დობი, 12:9 ელაჩა, 13:9 ბოუენი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069132
სარეკლამო ადგილი - 99
X x X