ფეხბურთი

15:33 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს ავსტრიასთან ორი მცველი დააკლდება

იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ჯორჯო კიელინი და ალესანდრო ფლორენცი სავარაუდოდ, მერვედფინალში ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

იტალიური მედიის ცნობით, ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ემზადება და საეჭვოა, რომ შაბათამდე გამოჯანმრთელება მოასწრონ. რობერტო მანჩინი რისკზე წასვლასაც არ პირებს.

კიელინის დაცვის ცენტრში სავარაუდოდ ფრანჩესკო აჩერბი შეცვლის, ხოლო ფლორენცის ადგილს მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯოვანი დი ლორენცო დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ავსტრიას 26 ივნისს, ლონდონში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117823