ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ბენ ჩილველი და მეისონ მაუნთი თვითიზოლაციაში არიან და დღეს, ჩეხეთის ნაკრებთან ვერ ითამაშებენ.
ორივე მოთამაშეს შოტლანდიელ ბილი გილმორთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ამიტომ, ინგლისელებმა ფეხბურთელების იზოლაციაში გადაყვანა გადაწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და ჩეხეთის ნაკრებებს მერვედფინალში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ, მაგრამ გასარკვევია ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ პოზიციას.