თამაშგარე

14:25 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესს კინაღამ ტელევიზორი დაეცა

სამშაბათს პორტუგალიის ნაკრების მიერ უნგრელთა ძლევით და კრიშტიანუ რონალდუს მიერ შესრულებული დუბლით სრულიად პორტუგალიამ გაიხარა, თუმცა ამ ამბით გაბედნიერებულები მაინც ვერ მოვლენ რონალდუს ცოლთან, მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან, რომელიც კრიშტიანუს ჭეშარიტად თავდადებული გულშემატკივარი გახლავთ.

ჯორჯინამ ამ მატჩს ტელევიზორში მეგობრებთან ერთად უყურა და როგორც თავად იხსენებს, პორტუგალიელთა მიერ გატანილმა ყველა გოლმა და მათ შორის პირველყოვლისა რონალდუს დუბლმა ისე გაახარა, რომ ერთ მომენტში კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორს შეეჯახა და კინაღამ ჩამოაგდო.

ამ ამბის მოყოლის გარდა, ჯორჯინა როდრიგესმა ჟურნალისტებს სიამაყით ისიც უამბო, რომ წლევანდელ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ტელევიზორში აბსოლუტურად ყველა მატჩს უყურა და აპირებს, რომ ეს იყოს მის ცხოვრებაში პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი, რომლის უკლებლივ ყველა თამაშს უყურებს.

0.135059