უეფას კონფერენს ლიგის 2021-2022 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების, "დინამო ბათუმის", გორის "დილას" და "გაგრას" მეტოქეები ცნობილია.
სამივე გუნდი განუთესავი იყო და თითოეულს ოთხ-ოთხი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა. წილისყრის შედეგად ქართულ კლუბებს შემდეგი მეტოქეები ერგოთ:
"ჟილინა" (სლოვაკეთი) - "დილა"
"დინამო ბათუმი" - "ტრე პენე" (სან მარინო)
"გაგრა" - "სუტიესკა" (მონტენეგრო)
შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უშანსოთ არცერთი არ არის
ოთხმა გუნდმა ერთმანეთში რომ ვითამაშოთ არ შეიძლება?
ორ წრეს მაინც გავივლით
დილამ თუ მუღამი დაიჭირა ნებისმიერს გახევს ამ გუნდებიდან,გაგრას თამაში ბოლოს ჩვენთან ვნახე თასზე,ასე რომ არ ვიცი რას წარმოადგენს,რაც შეეხება დთ-ს აქ უკვე ვიცი რას წარმოადგენს...სამწუხაროდ
დილა კოვტალიუკით და გიორბელიძეთი ძაან მაგარ ფეხბურთს თამაშობდა.. ეს 9 ნომერი კაპანაძე მაზილაა იმენა..
არ ვიცი მეგობარო,მე დილას თამაში მაგრა მომწონს (როცა ხასიათზეა)ერთი ნორმალური ფორვარდი რომ დაითრიონ სახეს აახევენ სუტიესკას
კი, მეც მომწონს უბრალოდ ბოლო 2 თამაშში კაპანაძემ ისეთი მომენტები ვერ გამოიყენა, თან 2-5 მეტრიდან, ხელს რომ არავინ უშლიდა.. ეგეთი ფორვარდით ვერაფერს იზამენ
ბოდიში ჟილინას
იმედია სან მარინოსაც არ დავუჭერთ ახალ საფეხბურთო ისტორიას.
არა მგონია,მაგათ დ. გულუაც ვერ უშველიდა


იმედია სან მარინოში მეცხოველეობა არაა განვითარებული და მწყემსები არ ეყოლებათ
ნეტა ბათუმს რას ვულოცავთ ? შემდეგ ეტაპზე რომ გავა, მერეე ? ))
შენ ხომ არ აცლი ადამიანს სიხარულს
ჩვენი "გენიოსი"მწვრთნელი მოიფიქრებს რამეს
ვა კარგია ბათუმს მაინც რომ გაუმართლა .. არც გაგრა და დილაა ხელწამოსაკრავი გუნდები. დინამოსავით მაინც არასდროს შეურცხვენიათ მაგათ თავი! დავაი ბიჭებიბრძოლაბოლომდე, შედეგი მოვა თავისით
ბათუმს ვულოცავ, ხოლო დინამო თბიისი, გაგრა და დილა ტყუილა გამოვლენ მოედანზე
ბათუმს ვულოცავ, დილა თითქმის განწირულია, ხოლო გაგრას შემთხვევაში არ ვიცი მონტენეგროს საკლუბო ფეხბურთი რას წარმოადგენს, წაგებით ეგეც წააგებს, უბრალოდ ცოტას მაინც წაითამაშებენ ალბათ