უეფას ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს და მათი სავარაუდო მეტოქეების სია ოთხამდე შემცირდა. „დილა“, „გაგრა“ და „დინამო ბათუმი“ - სამივე გუნდი განუთესავია.
გორის „დილას“ სავარაუდო მეტოქეები:
„სარაევო“ (ბოსნია), „კუპსი“ (რუმინეთი), „ლაჩი“ (ალბანეთი), „ჟილინა“ (სლოვაკეთი)
„გაგრას“ სავარაუდო მეტოქეეები:
„ფეჰერვარი“ (უნგრეთი), „სუტიესკა“ (მონტენეგრო), „პეტროკუბი“ (რუმინეთი), „შიროკი ბრიეგი“ (ბოსნია)
„დინამო ბათუმის“ სავარაუდო მეტოქეები:
„მარიბორი“ (სლოვენია), „პარტიზანი“ (ალბანეთი), „შკუპი“ (ჩრდ. მაკედონია), „ტრე პენე“ (სან მარინო)
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 15 ივნისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.