ლონდონის “ჩელსის“ რუსი მფლბელის, რომან აბრამოვიჩის ოჯახის შესახებ ბრიტანულ პრესაში არაერთი სკანდალური სტატია დაწერილა და ამ სკანდალების თავში რასაკვირველია თავად რომანი დგას, რომელსაც ჯერ ცოლი გაშორდა და გვარიანი თანხა გამოსცანცლა, შემდეგ კი შვილები აუმხედრდნენ და არის ახლა ერთი წიოკი და გაწამაწია.
რომან აბრამოვიჩის შვიდ შვილს შორის ყველაზე გლამურული, მამაილა და მოხერხებული სოფიაა, რომელსაც მოფერებით “ველურ გოგოსაც“ კი ეძახიან. სოფია არასოდეს დაპირისპირებია მამას და ძირითადად საკუთარი თავის საზოგადოების წინაშე გულუხვად წარმოჩენითაა დაკავებული, რაც სიმართლე რომ ვთქვათ შესანიშნავად გამოსდის.
სოფია აბრამოვიჩი სოციალური ქსელების ჭეშმარიტი ვარსკვლავია, რომელიც ხშირად დებს თამამ ფოტოებს და ამ გზით მწყაზარ ტანს და სავსე მკერდს ამზეურებს. ბრიტანეთის გლამურულ საზოგადოებაში ეს გოგო ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სარძლოდ ითვლება, მაგრამ “რომანოვნას“ გულის დაპყრობას ვინ მოახერხებს - ჯერ არავინ იცის.