ჩოგბურთი

21:40 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარიერაში პირველად - სტეფანოს ციციპასი როლან გაროსის ფინალშია

საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასმა ალექსანდრ ზვერევი 6:3, 6:3, 4:6, 4:6, 6:3 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. აღნიშნული შეხვედრა სამ საათსა და 37 წუთს გაგრძელდა და ციციპასმა გადამწყვეტ სეტში ნავსი გატეხა - ბერძენმა აქამდე სამჯერ წააგო ნახევარფინალური შეხვერა დიდი სლემის ტურნირებზე და ამჯერად ოცნება აიხდინა.

"ყველაფერი რაზეც შემიძლია ვიფიქრო არის ჩემი წარმომავლობა. მე ათენის გარეუბდნიდან ვარ. ჩემი ოცნება იყო რომ ფინალში მეთამაშა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას მივაღწევდი. ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა ჩემი ქვეყნიდან და ბედნიერი ვარ, რომ საბერძნეთი საჩოგბურთო საზოგადოების წევრია. მარია საკარიმ და მე კარგი სამუშაო შევასრულეთ, რათა ჩოგბურთი საბერძნეთში კვლავ აქტუალური იყოს." – განაცხადა მატჩის შემდეგ ბერძენმა.

განვლილ შეხვედრაში ალექსანდმა 11 ეისი შეასრულა და შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ციციპასმა რვაჯერ ეისით აიღო ქულა და სამჯერ მეტოქეს ორმაგი შეცდომით დაკარგა ქულები. რაც შეეხება ვინერსებს, ამ კატეგორიაში გერმანელი ლიდერობდა (45-36), ხოლო ციციპასი ცდოლობდა ზუსტად ეთამაშა და უნებლიე შეცდომა ოთხით ნაკლები ჰქონდა (43-47). სულ ჯამში 280 ქულა გათამაშდა, საიდანაც ციციპასმა 145 მოიგო.

სტეფანოსმა მიმდინარე სეზონში 39-ე გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით ეს შედეგი ტურში საუკეთესოა. ციციპასმა ხუთსეტიანი შეხვედრები აქამდე ათჯერ ჩაატარა, საიდანაც მეექვსე მოიგო. სტეფანოსის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს ნომერ პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ან რაფაელ ნადალი იქნება. სერბთან ბერენი 2-5-ს აგებს, ხოლო ნადალისთან გამართული ცხრა მატჩიდან შვიდი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150445