კალათბურთი

17:38 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის საკლუბო რეკორდი პლეი-ოფში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი „ლენოვო ტენერიფეს“ ისტორიაში შევიდა. მან პლეი-ოფის მატჩში 37 მარგი ქმედების კოეფიციენტი დააფიქსირა, რაც კანარიული კლუბის ისტორიაში პლეი-ოფში საუკეთესო შედეგია.

ძველი რეკორდი ედი ფილიპსს ეკუთვნოდა, რომელმაც 1987 წელს „გრანადასთან“ პლეი-ოფში მარგი ქმედების 35 კოეფიციენტი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა მისი შედეგი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, გიორგი შერმადინმა „ბარსელონასთან“ არასრულ 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა, რითაც „ტენერიფეს“ 80:68 გამარჯვებაში დაეხმარა.

0.119658