ჩოგბურთი

2:09 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ნადალს დაუპირისპირდება

იმ დროს, როდესაც საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ბადის ნახევარფინალში, ოთხივე ისეთი ჩოგბურთელი ითამაშებს, რომლებიც ადრე მეოთხედფინალის იქით არასდროს გასულან, მამაკაცთა ბადის ერთ-ერთ ნახევარფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს ძველი მეტოქეები - მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.

სერბმა ჩოგბურთელმა დაძაბულ ბრძოლაში, 6-3, 6-2, 6-7(3), 7-5 მოუგო იტალიელ მატეო ბერეტინის. დღის ბოლო შეხვედრას, 5 000 მაყურებელი ჰყავდა. მიმდნრე ტურნრზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ტრიბუნაზე მაყურებელი დაუშვეს. მაგრამ ადგილობრივი დროით, ღამის 11 საათზე, ტრიბუნა დაცარიელდა - როლან გაროსზე შიდა „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა.

მეოთხე სეტის წინ, მაყურებელს გასვლა არ სურდა და ამის გამო, ორგანიზატორებმა ფილიპ შარტიეს კორტი ჩოგბურთელებს დაატოვებინეს. ამის შემდეგ, ტრიბუნა დაცარიელდა და შეხვედრაც განახლდა.

ჯოკოვიჩს როლან გაროსის ტურნირი 2016 წელს აქვს მოგებული და ნახევარფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს. მას დიდი სლემის 18 ტიტული აქვს მოპოვებული და მათგან მხოლოდ ერთხელ თიხნარზე. სერბს შანსი აქვს, გახდეს მესამე ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ოთხივე ტურნირს, სულ ცოტა, ორჯერ მოიგებს.

0.130865