ფეხბურთი

21:14 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტის" ფეხბურთელი ყალბი გვარით და ასაკით თამაშობდა

გერმანული „შტუტგარტის“ ფეხბურთელი სილას ვამანგიტუკა სინამდვილეში სილას კაპოტმა მვუმპა ყოფილა. როგორც გაირკვა, კონგოელი ფეხბურთელი აგენტების მსხვერპლი გახდა და მას როგორც გვარი, ისე ასაკი შეუცვალეს.

სინამდვილეში ის სილას კატომპა მვუმპა გახლავთ და 22 წლისაა. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, სიმართლის გამჟღავნება გაუჭირდა.

„სიმართლის გაჟღერება ძალიან გამიჭირდა, რადგან კონგოში მუდმივი შიშის ფონზე ვცხოვრობდი და ჩემი ოჯახის გამოც მეშინოდა. მაგრამ ამის გაკეთება ჩემი ახალი აგენტების წყალობით შევძელი. მადლობა „შტუტგარტს“ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ახლა თავს მშვიდად ვგრძნობ და აღარ მეშინია“, - თქვა მან.

მვუმპამ ყალბი დოკუმენტებით გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. თუმცა, დღეიდან ვამანგიტუკა კატომპა მვუმპა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113707