რაგბი

19:00 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბის სადისციპლინო-კომისრები დიდი 10-ის მატჩებზე

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან შიდა ჩემპიონატებში ოფიციალურად ამოქმედდება მსოფლიო რაგბის სადისციპლინო წესები, მატჩებს კი სადისციპლინო-კომისრები დაესწრებიან.

მანამდე, საიტინგ ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიდი 10-ის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებზე იქნებიან მივლენილი, რაც უდისციპლინობის გამოვლენის დამატებითი მექანიზმია!

ჯგუფს ლაშა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, რომელიც 2020 წლიდან ოფიციალურად გახდა მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი:

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის დადგენილებით, სადისციპლინო განხრით, მსოფლიო რაგბის წესები ოფიციალურად სექტემბრიდან ამოქმედდება და სადისციპლინო კომისარი თამაშებს ოფიციალურად სექტემბრიდან დასწრება, თუმცა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოში არსებული საიტინგ-ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, საქმიანობას დიდი 10-ის ნახევარფინალებიდან შეუდგებიან. ნებისმიერ გადაცდომაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება, რაც თამაშს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის“.

RUGBY.GE

თეგებიდიდი 10
0.123464