თამაშგარე

13:00 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი მაგუაირი ცოლის კონტროლის ქვეშაა

ჰარი მაგუაირის თუკი მწვანე მინდორზე რაიმე სასარგებლო გაუკეთებია, ეს ნაწილობრივ მისი ცოლის, ფერნი ჰოუკინსის დამსახურება ყოფილა, რომელიც ხელობით ფიზიოთერაპევტია და ვინ ვინ და მან ყველაზე უკეთ უწყის როდის როგორ უნდა დაეხმაროს ქმარს ფორმისა და მუდმივი სიმხნევის შენარჩუნებაში.

ყველა სხვე სიკეთესთან ერთად ფერნი ჰოუკინსი კაი გვარიანად ეჭვიანიც ყოფილა და ქმარი მუდმივად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, რასაც არც მალავს. ამასწინათ, ცნობილ ბრიტანულ ბულვარულ გამოცემა “სან“-ს განუცხადა, რომ მან მამაკაცთა ფსიქოლოგიაც კარგად იცის და ქმარმა ღალატი თუ დააპირა, მის ამ გადაწყვეტლებას ძირშივე მოსპობს.

ერთი ისაა, რომ ჰარი მაგუაირის მსგავსად, მის ცოლსაც რთული და დამქანცველი სამუშაო გრაფიკი აქვს, რაც რასაკვირველია დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თორემ, ფერნი ისეთი მონდომებული ვინმე ჩანს, არც სამუშაოსთვის გამოყოფილ საათებს “დაინანებდა“ ქმრის გასაკონტროლებლად.

0.168643