ფეხბურთი

17:42 | 25.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: "ვწუხვარ, რომ საქართველოს ნაკრებში ვერ ვითამაშებ"

ვაკო ყაზაიშვილი კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო სამხრეთ კორეას ვერ ტოვებს და საქართველოს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. მან ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ქვეყნებს შორის არსებული გადაადგილებისა და საკარანტინე შეზღუდვის გამო, გამოძახების მიუხედავად ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ვერ ვიქნები. ვწუხვარ, რომ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. წარმატება მინდა ვუსურვო ბიჭებს რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ“, - დაწერა ყაზაიშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრების წევრი 2014 წლიდანაა და 53 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს, რუმინეთსა და 6 ივნისს, ნიდერლანდებს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06448