საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" გორის "დილას" ესტუმრა და იდეალური შანსი ჰქონდა სანაკრებო პაუზაზე ერთპიროვნული ლიდერის რანგში გასულიყო. ამისთვის გიორგი ნემსაძის გუნდს ქულაც ჰყოფნიდა მას მერე, რაც "დინამო ბათუმი" "ლოკომოტივთან" დამარცხდა.
თუმცა, თბილისელებმა პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულეს და მარცხი განიცადეს. გორის "დილაც" მოტივირებული იყო, შანსი ჰქონდა ლიდერებს მიახლოვებოდა, თანაც ბოლო ორი თამაში წაგებული ჰქონდა და ხასიათის გამოკეთება სურდა.
გორელებმა შესანიშნავად ითამაშეს. ანგარიში 70-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა, ხოლო მალევე ირაკლი ბიძინაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა და ყველაფერი ნათელი გახდა.
"დინამო თბილისს" 31 ქულა აქვს "დინამო ბათუმის" დარად, ხოლო გორის "დილას" აქტივში 25 ქულაა და მესამე პოზიციაზე იმყოფება.
"დილა" - "დინამო თბილისი" 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ღუდუშაური (70), 2:0 ბიძინაშვილი (74)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი მატჩები იყო დღეს, როცა მართლა პატიოსნად თამაშობენ მაშინ კი ღირს საყურებლად...
ძალიან უჭირს ნემსაძეს...
სათაური ,,ლელო,,ს აქვს მაგარი-დილამ დინამო გააგორა
დიდი ხანია საქართველოს ჩემპიონატის მატჩის ყურებით ასე არ მისიამოვნია,ბოლოს აი დთ-ს 3:2 რომ მოვუგეთ და სომხების ნაშებს 0:2-დან 4:2...მადლობა კიდევ ერთხელ დილა-ს
ბოლოსკენ ბუღრიძეს რომ არ ეღორა 3:0 უნდა მოეგო დილას
ყოჩაღ დილა! ყოჩაღ დემჩენკო!!! ღუდუშაური საოცარი ბიჭია,როცა დისკვალიფიკაცია მოუხსნეს სულ ვწერდი ეგებ ჩვენებმა ყურადღება მიაქციონ მეთქი,მაგრამ ეტყობა ჩვენთან ფეხბურთელი რომ მოიწონონ აუცილებლად ტრავმირებული უნდა იყოს
ჯერ კიდევ ვიტ ჯორჯიაში თამაშის დროს შევნიშნე,ბიჭმა მარტომ ათრია მთელი ჩვენი ნაქები დაცვა.
P.S.ბატონო არჩილ,გეგუჩაძეს აყურებინეთ ამ თამაშზე,აი როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა და არა ისე როგორც ჩვენ