ფეხბურთი

21:20 | 23.05.2021 | ნანახია 2103 - ჯერ

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე, "ლესტერის" კოშმარული ფინიში და აგუეროს მეფური წერტილი

ინგლისის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი დასრულდა და ყველაფერი გაირკვა, რაც გასარკვევი იყო. "ლივერპულმა" შეუძლებელი შეძლო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ხოლო "ლესტერმა" იგივე უარყოფით კონტექსტში გააკეთა, ბოლო ტურებში იმდენი ქულა დაკარგა, რომ საბოლოოდ ოთხეულიდან ამოვარდა.

იურგენ კლოპის "ლივერპულს" ერთი ხანობა ოთხეულის იმედი გადაწურული ჰქონდა. ზუსტად ერთი თვის წინ, როცა შინ "ნიუკასლს" ვერ მოუგო, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მას მერე, "ლივერპულმა" ხუთივე თამაში მოიგო, ხოლო "ლესტერმა" ამ ხუთ ტურში 4 ქულა მოიპოვა, "ჩელსიმ" ბოლო სამ ტურში ორჯერ წააგო და მერსისაიდელები არათუ ოთხეულში შევიდნენ, მესამე ადგილიც დაიკავეს. "კრისტალ პალასთან" გადამწყვეტ მატჩში სადიო მანემ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს. "ლივერპულმა" 69 ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზეა.

"ჩელსი" "ასტონ ვილას" ესტუმრა და 1:2 წააგო. ამის მიუხედავად "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს, რადგან მისი კონკურენტი "ლესტერიც" დამარცხდა, რომელიც სეზონის ფინიშს კატასტროფულ ფორმაში შეხვდა. ბრენდან როჯერსის გუნდი "ტოტენჰემს" ჯეიმი ვარდის დუბლით ჯერ 1:0-ს და მერე 2:1-ს უგებდა, მაგრამ "მამლებმა" საბოლოოდ 4:2 მოიგეს. დუბლი გაიფორმა გარეტ ბეილმა. "ლესტერს" ეს თამაში რომ მოეგო, თვითონ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე და "ჩელსი" ვერ, მაგრამ უქულოდ დარჩა. მეორეს მხრივ, "ტოტენჰემმა" მოძულე მეტოქე "არსენალს" ქულით აჯობა და კონფერენს ლიგაზე გავიდა.

თუ კონფერენს ლიგა "ტოტენჰემმა", ჩემპიონთა ლიგა "მანჩესტერ სიტიმ", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ლივერპულმა" და "ჩელსიმ" დააკომპლექტეს, ევროპა ლიგაზე "ლესტერი" და "ვესტ ჰემი" გავიდნენ.

პრემიერლიგური სეზონი დიდებულად დაასრულა "მანჩესტერ სიტიმ", რომელმაც თავმოყვარე "ევერტონი" 5:0 გაანადგურა. "ეტიჰად სთედიუმზე" ბოლოჯერ ითამაშა სერხიო აგუერომ და დუბლი შეასრულა, ასე დაემშვიდობა ის გულშემატკივრებს. სეზონი გამარჯვებით დახურა "მანჩესტერ იუნაიტედმაც", რომელმაც სტუმრად "ვულვზი" 2:1 დაამარცხა.

სამი ინგლისური გუნდისთვის სეზონი არ დასრულებულა - "მანჩესტერს" ევროპა ლიგის ფინალი ელის "ვილიარეალთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი" შეხვდებიან.

"ასტონ ვილა" - "ჩელსი" 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტრაორე (43), 2:0 ელ-ღაზი (52, პენ), 2:1 ჩილველი (69)

"არსენალი" - "ბრაიტონი" 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პეპე (49), 2:0 პეპე (60)

"ლესტერი" - "ტოტენჰემი" 2:4 (1:1)

გოლები: 1:0 ვარდი (18), 1:1 კეინი (41), 2:1 ვარდი (52), 2:2 შმეიხელი (76, ა.გ), 2:3 ბეილი (87), 2:4 ბეილი (90)

"ფულჰემი" - "ნიუკასლი" 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვილოკი (23), 0:2 შარი (88)

"ლიდსი" - "ვესტ ბრომვიჩი" 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 როდრიგო (17), 2:0 ფილიპსი (42), 3:0 ბამფორდი (79, პენ), 3:1 რობსონ-კანუ (90)

"ლივერპული" - "კრისტალ პალასი" 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მანე (36), 2:0 მანე (74)

"მანჩესტერ სიტი" - "ევერტონი" 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 დე ბრუინი (11), 2:0 გაბრიელ ჟესუსი (14), 3:0 ფოდენი (53), 4:0 აგუერო (71), 5:0 აგუერო (76)

"ვესტ ჰემი" - "საუთჰემპტონი" 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ფორნალსი (30), 2:0 ფორნალსი (33), 3:0 რაისი (86)

"შეფილდი" - "ბარნლი" 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მაკგოლდრიკი (24)

"ვულვზი" - "მანჩესტერი" 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 ელანგა (13), 1:1 სემედუ (39), 1:2 მატა (45, პენ)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:13 | 24.05.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლესტერს ფოფანა რო არ დამტვრეოდა ალბათ ასე არ აიჭრებოდნენ ფაქტია ეგ კაცი იყო დაცვის მთავარი ფიგურა ტოტენჰემმაც თავი გაიგიჟა

15:12 | 24.05.2021
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კლოპმა მაქსიმუმი გააკეთა იმის ფონზე რო 3ცენტრალური მცველი დამტვრეული ყავდა მთელი სეზონის მანძილზე. არაფერს სხვა ტრაცმებზე რომელიც საბოლოო ჯამში დიდი დანაკლისი იყო

23:06 | 23.05.2021
Bachana705 (373)

კარგი რა ავტორ, ევერტონის თავმოყვარეობა არ გაიშვას. თითქმის 30 წელია ვუყურებ ფეხბურთს და მაგაზე ნაგავი გუნდი ინგლისში არ მახსოვს. მთელი მაგათი მიზანი და წარმატება ლივერპულის დამარცხებაა ყველა სეზონში, მეტი არაფერზე ფიქრობენ. აქა-იქ თუ ექნებათ რაღაცა გამონათებასავით, როცა რომელიმე ფავორიტს დააკარგვინებენ ხოლმე ქულებს ავი ძაღლივით და ვსო. მეტი მაგათი ფაფხური მე არსად მინახავს. ყველა გუნდს რაღაც აქვს, ან თამაშის სტილი, ტაქტიკა, ან რამდენიმე წლიანი გამონათება, ან ოქროს თაობა, ან რამდენიმე კლასნი იგროკი და ა.შ. ამათ რა ჩემი გუბაზა აქვთ, ერთი რუნითი ბლატაობენ რაც თავი მახსოვს. არასტაბილურობის ზეიმია, მეტი არაფერი.

01:22 | 24.05.2021
sul2 (1777)

ნამეტანი მოგივიდა მემგონი მთლად ეგეთი ფარჩაკებიც არ არიან, ცხრა გზის ინგლისის ჩემპიონები არიან ბოლობოლო და ბითლები გულშემატკივრობენ სხვას რომ თავი დავანებოთ ყველაფერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.217043
სარეკლამო ადგილი - 99
X x X