ფეხბურთი

19:35 | 23.05.2021 | ნანახია 973 - ჯერ

"გენტი" მზადაა ქვილითაია ნახევარ მილიონ ევროდ გაყიდოს

ბელგიური "გენტი" მზადაა გიორგი ქვილითაია გაყიდოს, თუ სასურველ წინადადებას მიიღებს. Larnakasports-ის ცნობით, ბელგიური კლუბი 27 წლის შემტევს ნახევარ მილიონ ევროდ აფასებს.

თემურ ქეცბაიას ქვილითაიას "ანორთოსისში" შენარჩუნება სურს, მაგრამ საიჯარო პერიოდი ამოიწურა, ხოლო ნახევარი მილიონი ევრო კვიპროსული გუნდისთვის ძალიან დიდი თანხაა და თუ სხვა ფორმულაზე ვერ შეთანხმდებიან, გიორგის გადაბირება ძალიან გაუჭირდება.

ქვილითაიას მიმართ ინტერესს კიდევ ერთი კვიპროსული გუნდი იჩენს, მაგრამ მისი ვინაობა ცნობილი არ არის. ქართველ ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ქვილითაიამ "ანორთოსისის" მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა და კვიპროსის თასი მოიგო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:33 | 23.05.2021
dinamo222 (8587)

აი ასეეე ნახევარი მილიონი ვერ გამოინახა მთელ კვიპროსში ! მერე ვამბობთ რატომ მიდიან რუსეთში მითუმეტეს ევროპიდანო ? აი ამიტომაც მიდიან ! გენტს არ ჭირდება და ვისაც ჭირდება იმათ ფული არა აქვთ და რა უნდა ქნას ? ან რუსეთში უნდა წავიდეს ან ჩინეთში ან ინდონეზიაში @ მე როგორც გავიგე კრასნოდარს უნდიდა რომ წაეყვანა (იქ კიდევ ახსოვთ ოქრიაშვილის სასწაული გოლები) რუსებისთვის ნახევარი მილიონი კაპიკებია რაც იქ ფული ტრიალებს გაზპრომის იუკოსის სევერონიკელის და ათასი დოზანის

11:30 | 24.05.2021
oto_oto (3739)

ან კიდევ თამაშს უნდა მოუმატო რომ ფულიანი კლუბები დაინტერესდნენ

23:02 | 23.05.2021
ilia_juventus (2091)

რომ მაჩუქო არ მინდა : ))

0.065528